პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების საკითხზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

21.09.17 15:25


გაერო-ს 72-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს ინიციატივით და ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების საკითხზე.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას გაერო-სთან აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენლმა, ნიკი ჰეილიმ უმასპინძლა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ამერიკის ხედვა ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით. რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს ღონისძიების თანაორგანიზატორებმაც - გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ბორის ჯონსონმა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერტ კოენდერსმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, შეხვედრაზე ისაუბრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების მნიშვნელობაზე და დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს საბჭოს ეფექტურობის გაზრდის პროცესში და შესაბამის აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრია 2016 წლიდან.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები