საზოგადოება

ირაკლი ალასანიამ პარტიის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი წევრები წარადგინა

17.06.16 19:55


„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი წევრები წარადგინა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ახალგაზრდა ‘“თავისუფალ დემოკრატებს“ სხვადასხვა უნივერსიტეტების თსუ-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

„ეს ახალგაზრდები სწავლობენ ბიზნესის,
საზოგადოებათმცოდნეობის, უცხო ენების, პედაგოგიურ და სხვა ფაკულტეტებზე. ყველა ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისათვის დღეს უმნიშვნელოვანესია და ის განათლება, რომელსაც ეს ახალგაზრდები იღებენ უნდა იყოს სრულყოფილი, რათა მომავალში მათ სწორად მოახდინონ მიღებული განათლების გამოყენება ქვეყნის სასიკეთოდ. განათლება „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც პარტიის პლატფორმაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ძალა, რომელიც დღეს ჩვენ შემოგვიერთდა, უმთავრესი საყრდენია ქვეყნის უკეთესი მომავლის შენების საქმეში. „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ახალგაზრდები, მათი პრობლემების გადაჭრა და მათთან ერთად მუშაობა უმთავრესი ამოცანაა. ჩვენ, ძლიერ ახალგაზრდებთან ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები