პოლიტიკა

„თითებზე შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირი წევრი არ არის”- იან კელი

21.09.17 16:20


საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის, იტალიელი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯულიეტო კიეზას და იტალიური დელეგაციის ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს და არცერთი ევროკავშირის წევრი არ არის.

„არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყანა, არც სხვა ქვეყნები აღიარებენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაგალითისთვის, თქვენ თითებზე შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირის წევრი არ არის. რა საკვირველია, ეს ვიზიტი იქნება აბსოლუტურად არაოფიციალური და მას არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. და მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის პოზიციაც იქნება ანალოგიური“ – განაცხადა კელიმ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები