ეკონომიკა

კახა კალაძე დევნილების პრობლემებს გაეცნო

21.09.17 17:05


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ორ სხვადასხვა ლოკაციაზე შეხვდა.

ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები,სპორტის პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ურბანული პრობლემების მოგვარება, ასევე დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება - ეს ის ძირითდი საკითხებია რაზეც კახა კალაძე დევნილებს ესაუბრა.

შეხვედრები 19: 00-ზე უნივერსიტეტის N6-ში,ხოლო 20:00 -ზე ბაგების სტუდქალაქიში 4-5 კორპუსებს შორის გაიმართა. კახა კალაძესთან ერთად დევნილების პრობლემებს ვაკის რაიონის 02 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილიც გაეცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათ მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები