პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე „ბლუმბერგის“ მიერ ორგანიზებულ "გლობალურ ბიზნეს ფორუმს" დაესწრო

21.09.17 18:00


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში „ბლუმბერგის“ მიერ ორგანიზებულ "გლობალურ ბიზნეს ფორუმს" დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მაღალი დონის ღონისძიება bloomberg- ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მაიკ ბლუმბერგმა, ამერიკის შერთბეულო შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გლობალური კომპანია ალიბაბას დამფუძნებელმა ჯეკ მამ გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს და უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს. მათ შორის აშშ-ის 42-ე პრეზიდენტს ბილ კლინტონს, კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს, კომპანია ბლუმბერგის დამფუძნებელს მაიკლ ბლუმბერგს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა ბიზნესისა და მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობას გლობაური გამოწვევების დაძლევის გზაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა კომპანია მასტერქარდის აღმსარულებელ დირექტორს აჯაი ბანგას, კომპანია დაინტერესდა საქართველოს ბიზნეს გარემოთი და თანამშრომლობის შესაძლო სფეროების გამოსვლენად შემდგომი თანამშრომლობის.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს და თემატურ პანელებში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, კანადის პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები