პოლიტიკა

ცესკოში საარჩევნო სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა 18:00 საათზე იწურება

21.09.17 21:00


საარჩევნო სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო სუბიექტებს სიების წარდგენა 18:00 საათამდე შეეძლებათ.

„კანონმდებლობის თანახმად, მოგეხსენებათ, რომ ბოლო ვადა არის დღევანდელი დღე, 18:00 საათამდე, შესაბამისად საარჩევნო სუბიექტებს სიების, მაჟორიტარი კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების წარმოდგენის ვადა აქვთ 18:00 საათამდე, ეს არის ჩვეულებრივი ტენდენცია, იქიდან გამომდინარე, რომ პარტიას სავარაუდოდ ბოლო წუთამდე აქვს შესაბამისი დრო გადაწყვეტილების მისაღებად“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.


წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები