პოლიტიკა
21.09.17 22:10
”დემოკრატიული პარტიის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ”რესპუბლიკური პარტიის” სარეკლამო რგოლი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს და არაჯანსაღ, არაქართულ ინტერესებს ემსახურება.
აღნიშნულის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში „ეკლესიის წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია მიდის“.
”რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მოპოვებული სარეკლამო დრო წაგვართვა და ეს დრო გადაუნაწილა მისთვის სასურველ პარტიებს. ეს არ არის მთავარი ტრაგედია. ტრაგედია არის ის, თუ რაში იყენებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია რეკლამის იმ დროს, რომელიც ჩვენ ქართულ და ეროვნულ ძალას წაგვართვეს. ყოველდღე ეთერში ვუყურებთ უცხოეთის და არა მარტო უცხოეთის ცალკეული ანტიქართული ძალების მიერ წახალისებულ პროპაგანდას საქართველოს ეკლესიის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. მხედველობაში მაქვს რეკლამა, რომელიც ყველა არხზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადის- ”რესპუბლიკური პარტიის” რეკლამა, სადაც საუბარია, რომ საპატრიარქოს მართავენ რუსები, რომ საპატრიარქო არის რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი, საუბარია, რომ საპატრიარქო არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და საპატრიარქოს დაფინანსება აღარ უნდა განხორციელდეს ბიუჯეტიდან. ეტყობა ადამიანებს, რომლებიც ამას ახალისებენ, დაავიწყდათ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებამდე საქართველოში ალბათ განუზომლად უფრო ნაკლები ტაძარი, ეკლესია-მონასტერი იყო, ვიდრე დღეს, ასევე განუზომლად ნაკლები მრევლი იყო, ვიდრე დღეს არის.
უნაკლო მხოლოდ ღმერთია, ეკლესიაშიცაა პრობლემები, იმიტომ რომ პრობლემებია ქვეყანაში.
მაგრამ ვინ მისცა უფლება, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმართოს რეკლამა, რომელიც პირდაპირ მიმართულია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაღმდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვა „საზოგადოებრივი მაუწყებელზეც“, „იმედზეც“ ელემენტარული რეკლამის გაშვებაზე, რომლითაც თითქოს ეთიკის ნორმები ირღვეოდა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” სარეკლამო რგოლი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს. ბურჯანაძის თქმით, ის დიდი ხანი იკავებდა თავს რომ განცხადება გაეკეთებინა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რადგან არ სურდა ეს პოლიტიკურ განცხადებად ჩათვლილიყო.
”მინდა გამოვიყენო დღევანდელი ჩემი გამოსვლა და მივმართო საზოგადოებას, რატომ დუმხართ? სად არის საზოგადოების ხმა? რატომ არ ისმის ქართული საზოგადოების ხმა ქართული ეკლესიის, საპატრიარქოსა და პარტიარქის დასაცავად, როცა ვუყურებთ გაუგებარ პროცესებს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24