საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს მიმართავს – არ შეგეშინდეთ ახალი იდეების

17.06.16 20:25


უმთავრესი რაც მინდა გითხრათ, არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის. პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა ”სტარტაპ საქართველოს” პრეზენტაციაზე სტუდენტებს.

პრემიერმა რამდენიმე ცნობილი ადამიანის ფრაზაც მოიყვანა.

„მინდა, რამდენიმე ფრაზა მოვიყვანო იმისათვის, რომ კიდევ უფრო წაგახალისოთ, რომ უფრო და უფრო საინტერესო ინოვაციური იდეები გაგიჩნდეთ და დაიწყოთ მათი განხორციელება. ცნობილი კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი და მისი აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბუზოსი აცხადებს: როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდი ერთადერთ რამეს, რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება.

ასევე მინდა მოვიყვანო ცნობილი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის ფრაზა: მან 36 ათას მატჩში მიიღო მონაწილეობა. 3 ათასი სროლა განახორციელა, რომელიც დამთავრდა აცილებით და 36 ჯერ მიეცა საშუალება გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში გადამწყვეტი სროლა განეხორციელებინა და 36-ჯერ ააცილა კალათს. სწორედ ეს იყო მისი წარმატების საწინდარი.

ამიტომ მინდა, რომ არასოდეს არ შეგეშინდეთ წარუმატებლობის, მინდა ყოველთვის სცადოთ. დავასრულებ უისტონ ჩერჩილის ძალიან ცნობილი ფრაზით: მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული. ეს არის წარმატების საწინდარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები