პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე - ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს, ემსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას

22.09.17 14:40


ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს, ემსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძე გაერო-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი.

”ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს, ემსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. გამოსვლისას საუბარი შეეხო, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების წინაშე მდგარ საკითხებს. საუბარი შეეხო შერიგების პოლიტიკას, რომელსაც აქტიურად აწარმოებს საქართველოს მთავრობა. ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით შევძლოთ ამ კონფლიქტის გადაჭრა”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები