პოლიტიკა

თედო ჯაფარიძე: გაეროში გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა იყო კომპლექსური, კონცეპტუალურად დახუნძლული

22.09.17 14:50


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, თედო ჯაფარიძე გაეროში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ამბავი საქართველოს შესახებ, რომელიც პრემიერმა მსოფლიო საზოგადოებას გაუზიარა.

როგორც ჯაფარიძემ კვირიკაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, გაეროს სესიაზე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს განვითარების, მოდერნიზების, რეფორმების ცენტრში დგას არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ადამიანი – საქართველოს მოქალაქეები და მათი კეთილდღეობა.

”ეს იყო ჩვენი პრემიერის მიერ გაკეთებული საინტერესო განაცხადი. რა თქმა, უნდა თვითონ გამოსვლა იყო კომპლექსური, კონცეპტუალურად დახუნძლული, იყო ის თემები, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ – რუსეთი და კონფლიქტები. ეს იყო ამბავი ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელიც ჩვენმა პრემიერმა გაუზიარა მსოფლიო საზოგადოებას. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა კიდეც, რომ ამ უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე ის წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, რომელიც ვითარდება სიკეთეებთან და პრობლემებთან, წარმატებებთან და გამოწვევებთან ერთად და ამ ყველაფრის ცენტრში არის საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, რომელთათვისაც ეს ყველაფერი კეთდება”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები