პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

22.09.17 15:50


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან მიროსლავ ლაიჩაკთან.

მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა მიროსლავ ლაიჩაკს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტობა და წარმატება უსურვა მას საქმიანობაში. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი 16-ე მიზნის იმპლემენტაციის პროცესში, სადაც შესაძლებელია საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება. მიხეილ ჯანელიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ასამბლეის პრეზიდენტს გაერო-ს რეფორმირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურ დაძლევას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის საქართველოში კონფლიქტის საკითხს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის გაეროს ფორმატში. მიროსლავ ლაიჩაკს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგინებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები