პოლიტიკა

“Air Cairo" კაიროდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

22.09.17 17:00


ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე იწყებს.

ავიაკომპანიის მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები 2017 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება.

ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Air Cairo"-ს 21 სექტემბერს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია „Air Cairo" გააგრძელებს ფრენებს შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით.

Air Cairo" წარმოადგენს "EGYPT AIR"-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები