პოლიტიკა

გიორგი გახარია აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

22.09.17 18:05


საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს გიორგი გახარიასა და აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, მეთიუ ფოქსის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც ორიენტირებულია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.

გიორგი გახარიასა და მეთიუ ფოქსის შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მიმართ, რომელთა შორის არის საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, კერძო და საჯარო პარტნიორობა, ბიზნეს სახლის კონცეფცია და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები