პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

22.09.17 18:30


ოპოზიციურ ფლანგს მოვუწოდებ, შევიმუშაოთ ერთობლივი სტრატეგია ქვეყნის ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსაყვანად, - ასე ეხმაურება ”გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგო კონსტიტუცია და ამით ყოველგვარი ნორმა დაარღვია.

”ქართულმა ოცნებამ” არ გაიზიარა სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია. მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი საკონსტიტუციო ნორმების მიღებას აპირებენ. ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ ”ქართული ოცნების“ გარდა, ყველა მხარის ჩართულობით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ძალიან კომპრომისული ხასიათის იყო, ”ქართულმა ოცნებამ” ხაზი გადაუსვა. ჩვენ გვესმის, რომ მათი არგუმენტები აბსურდული და აზრს მოკლებულია. ეს არის შედეგი იმ არასწორი პროცესის, რომელიც გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

”ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც 48% აიღო, არჩევნების მანდატების 80% მიიღო პარლამენტში.

დღეს კი დაადგნენ ლეგიტიმაციის გზას, ამის მიზეზი კი სწორედ ის არასწორი საარჩევნო სისტემაა, რომელიც მათ 2020 წლისთვის შეინარჩუნეს. საკონსტიტუციო ცვლილებები არალეგიტიმურია, რადგან მას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და მეტიც, სამართლებრივი პროცედურებიც კი დარღვეული აქვს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები