პოლიტიკა

ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია ფინანსურმა პოლიციამ დააკავა

22.09.17 18:40


ფოთის საკრებულოს წევრი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ მალხაზ ბუკია 22 სექტემბერს, დილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუკიას ფინანსური დარღვევები ედება ბრალად. საქმე უაქციზო სიგარეტების შემოტანას ეხება.

„Sputnik — საქართველოს“ კორესპონდენტთან საუბრისას „პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის ორგანიზაციაში ბუკიას დაკავებას მმართველი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ინტერესი და ერთგვარი ზეწოლა უწოდეს. ბუკია ფოთის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარი კანდიდატია.

ამ დროისთვის ბუკია ფოთის ფინანსურ პოლიციაშია გადაყვანილი.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები