ეკონომიკა

ბათუმში „ციტრუსის ექსპორტის“ ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

22.09.17 21:40


ქართული ციტრუსის 10 მსხვილი იმპორტიორი-ქვეყნის წარმომადგენელი ბიზნეს-ფორუმზე შეიკრიბება, რომელიც ბათუმში 30 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში „ციტრუსის ექსპორტი“, მონაწილეობას მიიღებენ ციტრუსის ადგილობრივი მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, სავაჭრო და ლოგისტიკური ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი იმპორტიორები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატები, ქართული და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები.

ფორუმი „ციტრუსების ექსპორტი“ ბათუმში უკვე მეორედ ტარდება.

გასეულ წელს გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო რვა ქვეყნის 19-მა უცხოურმა კომპანიამ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მსხვილ გაერთიანებებს წარმოადგენდნენ.

წინასწარი მონაცემებით, წლევანდელ სეზონზე ციტრუსის მოსავალი, სავარაუდოდ, 50-60 ათასი ტონა იქნება, აქედან, 10 ტონა სამრეწველო გადამუშავებისთვის არის გათვლილი, დანარჩენი კი ექსპორტზე წავა.

მანდარინის ექსპორტი ძირითადად რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები