ეკონომიკა

ექსპერტი ფერმერებს აგროდაზღვევით სარგებლობას ურჩევს

17.06.16 20:55


აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სახელმწიფომ ფერმერებს მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, განაცხადა ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა შოთა მაჭარაშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელი მიმდინარეობს, რომლის მიზანიც აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობაა.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.

აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშან, წელსაც 10 მლნ ლარს შეადგენს. 2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემეულია 9884 პოლისი, სახელმწიფოს მხრიდან.

სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 6,237,200 ლარს.

2014-2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 28,690 პოლისი. დაზღვეული ფართობი შეადგენს 23,667 ჰექტარს, ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი.

ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება.

2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 991


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები