საზოგადოება

ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა

23.09.17 17:05


ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" (Rustavi 2).

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ სკრასთან მოხდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

ამ დროისთვის მომხდარის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც სპეციალურად ევალება ამ წესის დაცვა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები