პოლიტიკა

პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს

23.09.17 17:20


საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში იქნება ინიციატივის წარდგენა, რომლითაც გაუქმდება ე.წ. ბონუს სისტემა და ერთჯერადად შენარჩუნდება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში საარჩევნო ბლოკები. თუ როდის აპირებს მმართველი გუნდი პროექტის მიღებას, კონკრეტული თარიღი უცნობია.

“საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით სავარაუდოდ მომავალ კვირაში ეყრება, კონკრეტულ დღეს ვერ გეტყვით. უახლოეს მომავალში შემოვიტანთ ინიციატივას, რომლითაც გაუქმდება ბონუს სისტემა ერთჯერადად და შენარჩუნდება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში საარჩევნო ბლოკები”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები