პოლიტიკა
25.09.17 14:15
კახა კალაძე დიღმის მასივისა და დიდუბის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურიდან აცნობეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პროგრამული ხედვები წარუდგინა და მათი განხორციელების გზებზე ესაუბრა.
კახა კალაძის თქმით, დაგეგმილი პროექტების განხორციელება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
„საჭიროა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რისი დიდი გამოცდილებაც მაქვს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიკეთეები დავნერგოთ და განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების განხილვის გარდა, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა საკუთრების დაკანონების პრობლემას. მისი თქმით, იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ გასცდნენ ბიუროკრატიულ ბარიერებს, მისი მერობის პირობებში აღნიშნული პრობლემა დროულად მოუგვარდებათ.
თბილისის მერობის კანდიდატი ქუჩის ბინადარი ცხოველების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ჰუმანური მიდგომითაა შესაძლებელი.
კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ილია წულაია, ასევე, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24