საზოგადოება

ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ ქეთევან დედოფლის ლოცვით დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო

25.09.17 14:30


“ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი მორწმუნე, ასეთი რელიგიური, ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?! – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

“ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი მორწმუნე, ასეთი რელიგიური, ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?! დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას, ცა და ქვეყანა გამთლიანდა, ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი ქეთევანი.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იღვაწა და იპოვა ეს წმინდა ნაწილები, ეს არიან სამღვდელოება, ასევე მადლობას ვწირავ ინდოეთის ხელისუფლებას, ელჩს”, – განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრს და მიხეილ გიორგაძეს მადლიერების ნიშნად ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა.

“ღმერთმა ინებოს, რომ ქეთევან დედოფლის ლოცვით დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო”, – აღნიშნა ილია მეორემ. სამების საკათედრო ტაძარში დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, ხვალამდე სიწმინდე სამების საკათედრო ტაძარში მოილოცონ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

25 სექტემბერს სპეციალურად წმინდა ქეთევანობის დღესასწაულისთვის, წმინდა ნაწილებს კახეთში, ალავერდის ტაძარში გადააბრძანებენ. წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები დროებით, ინდოეთიდან საქართველოში გუშინ ჩამოაბრძანეს. როგორც ცნობილია, წმინდა ნაწილები საქართველოშ 6 თვე დარჩება და სხვადასხვა ეპარქიას მოივლის.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები