საზოგადოება

საქართველოს ქალაქებში „წიგნის ბუდეებს“ ამონტაჟებენ

17.06.16 21:10


საქართველოს ქალაქებში სამტრედის მსგავსი „წიგნის ბუდეების“ დამონტაჟება დაიწყეს. აქედან წიგნის დროებით თხოვება და წაკითხვის შემდეგ დაბრუნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო"ნოვოსტი-გრუზია" ქვეყნის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორზე, გიორგი კეკელიძეზე დაყრდნობით.

„წიგნის ბუდეები“ უკვე გაჩნდა თბილისში: „მზიურის“ პარკში და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, და ასევე ქუთაისში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში.

უახლოეს მომავალში ახალი პროექტი განხორციელდება თელავსა და ბათუმში — ბოტანიკურ ბაღსა და უნივერსიტეტის ეზოში.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიზანია მოსახლეობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში.
აღსანიშნავია, რომ „წიგნის ბუდის“ შევსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ეროვნული ბიბლიოთეკა პერიოდულად განაახლებს წიგნების სამტრედეებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები