საზოგადოება

წაღვერში ხანძარს ქართული, აზერბაიჯანული და თურქული ვერტმფრენები აქრობენ

25.09.17 15:45


წაღვერში ხანძრის სამი კერის ლოკალიზებას ცდილობენ, ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ჩართულია ქართული, აზერბაიჯანული და თურქული ვერტმფრენები.

მთელი ღამის განმავლობაში ეპიცენტრში 550 მეხანძრე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობდნენ.

წაღვერში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას მოჭრილი ხეები იპოვეს. სხვა ვერსიებთან ერთად, გამოძიება სავარაუდო ბრაკონიერობის შემთხვევასა და მის ხანძართან შესაძლო კავშირსაც არ გამორიცხავს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება:

„ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, შუადღისთვის თუ რაიმე სიურპრიზები არ მოხდა, უკვა ლოკალიზებისკენ წავალთ. დაახლოებით 7 კილომეტრამდე გზა გავიყვანეთ, პერიმეტრი მთლიანად შემოჭრილია. 4 ვერტმფრენი მუშაობს.“- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები