ანალიტიკა

სიცრუეზე აგებული ისტერიის გამჟღავნება: სომხები და ჩეხები

25.09.17 16:30


ცოტა ხნის წინ ცნობილმა სომხური წარმოშობის საზოგადო მოღვაწემ ფილიპე ვართანოვის ძე ეკოზიანცმა, რომელიც დღესდღეობით დიდ ძალისხმევას ახმარს სომეხი ცრუ-ისტორიკოსების გაყალბებების გამჟღავნებას, საკუთარ გვერდზე საინტერესო აზრებს გვიზიარებს:

«ვეცნობი თურქი და აზერბაიჯანელი ისტორიკოსების ნაშრომებს.

გულწრფელად ვარ გაოცებული იმით, რომ ისინი არასოდეს ცდილობენ მოიგონონ საკუთარი ერების „უძველესი ისტორია“. პრაქტიკულად ყველა ნაშრომი, რომელსაც მე გავეცანი, სავსეა დოკუმენტებით, აქტიური ჩანაწერებით, ორიგინალებით და არ არსებობს არავითარი სიუჟეტები „ორიგინალი დაიწვა, ჩაიძირა ტრანსპორტირებისას, მაგრამ ჩვენს მუზეუმში ინახება ასლები, მოდი, ისტორია მათზე დაყრდნობით შევისწავლოთ“ მსგავსი.».

ყველაფერი ადეკვატურია. მიმდინარეობს ანალიზი იმისა, რაც მათთვის ნამდვილად ცნობილია და რაც ჭეშმარიტად მტკიცებულებებით უჭირავთ ხელში. გასაგებია, თუ რატომ ვერ პოულობენ საერთო ენას ჩვენი მეცნიერები, ისინი ჩვენ დოკუმენტებს წარმოგვიდგენენ შემომავალი ნომრებით, ჩვენ კი ნარეკაცის სიმღერებითა და ჰეროდოტეს რუკით ვპასუხობთ, რომლის ნაშრომებს მე-16 საუკუნემდე არავინ იცნობდა. სამწუხაროა, რომ ცოტა მტკიცებულება გვაქვს.»

ცოტა ხნის წინ ფილიპ ეკოზიანცის მიერ Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოში ავტორი ამჟღავნებს ბეხისტუნის წარწერას, რომელზეც თითქოს ისტორიაში პირველად იყო ნახსენები სასომხეთი, ასევე იმ არტეფაქტების ნადვილობაში ეჭვი შეაქვს, რომლებიც ურარტუზე გვიამბობენ, რომელიც თითქოს გვაიძულებს სხვაგვარად შევხედოთ მთელი ერების წარმოქმნაში ისტორიული გაყალბებების როლს.

იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ რამდენი ასეთი სიყალბე უდევს საფუძვლად „უძველეს სომხურ ისტორიას“. მაგრამ საეჭვო ბახისტუნის წარწერა და ვანის სამეფოს ისტორია (ურარტუ), რომელიც „სასწაულებრივად ნაპოვნ“ დაფებზეა დატანილი და რომელიც მოგვითხრობს „საოცარ“ მოვლენებზე, „უძველესი ერევანის (ერებუნის)“ წარმოშობის ჩათვლით ჯერჯერობით პირველი ქვის დაფებია მრავალსართულიან ისტორიულ სიცრუეში.

რაც ყველაზე საინტერესოა– ქართული წყაროების კრებულში „ქართლის ცხოვრება“ იქ, სადაც საუბარია სამხრეთ კავკასიაში უძველეს დროზე, ნახსენებია თურქები, მაგრამ მინიშნებაც კი არ არის ურარტუს შესახებ. ეს მეტად უცნაურია. თუკი თურქები «მომთაბარენი არიან, რომლებიც ალთაიდან მოვიდნენ» (როგორც ამას სომეხი „ისტორიკოსები“ ამტკიცებენ) - მაშინ როგორ მოხდა ისე, რომ ისინი ნახსენები არიან მატიანეში, რომელიც მოგვითხრობს უძველესი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნას.

პირიქით: თუკი ურარტუს სახელმწიფო ასეთი «დიადი და უძლეველი იყო» და დაკავშირებული იყო წყაროში «ქართლის ცხოვრება» "კარგად ცნობილ სომეხ ერთან, ამასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნება მაინც უნდა არსებობდეს აღნიშნულ წყაროში. მაგრამ მსგავსი რამ არსად გვხვდება. ვინაიდან მატიანე «ქართლის ცხოვრება» – ჭეშმარიტად ორიგინალი დოკუმენტების, სადაც ასახულია საქართველოს სახელმწიფოს ისტორია, შუა საუკუნეებში ისინი გადამწერთა მიერ ახლდებოდა, მას ეყრდნობოდნენ ისტორიკოსები და საზოგადო მოღვაწეები და არა აღმოჩენილი იქნენ მე-19 ან მე-20 საუკუნეში.

თუ ყურადღებით გამოვიკვლევთ და სხვა საეჭვო საყრდენსაც გამოვაცლით, სასომხეთის ისტორიული მითოლოგია ბანქოს სახლივით ჩამოიშლება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ისტორიული საბაბებისა და ისტორიული მით წარმოქმნა ყალბი ცნობების საფუძველზე უკვე სახეზეა. ზოგიერთმა ერმა უკვე გადალახა ისტორიული სიყალბით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ მაინც აგრძელებენ არსებობას და სულ უფრო ნაკლებად აღელვებთ ისტორიული კომპლექსები.

ყველაზე ცნობილი მაგალითია ჩეხი ხალხის ისტორიის გაყალბება მე-19 საუკუნეში სასწაულებრივად „ნაპოვნი“ ხელნაწერების საფუძველზე.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა მოხდა მაშინ ჩეხეთის ისტორიასთნ დაკავშირებით, უნდა გავიგოთ პროცესი, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა ერების ისტორიის კონსტრუირებას, სომხების ისტორიის ჩათვლით. ჩეხეთში შეიქმნა ადგილობრივი ინტელიგენციის ჯგუფი, რომელმაც დაიწყო ისტორიული მითების აქტიური კონსტრუირება, თანაც ისე, რომ ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინა ჩეხები და გერმანელები, თანაც განედიდებინათ ჩეხების ისტორია. იმ დროისათვის ჩეხეთი ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და მმართველ ელიტას ხომ სწორედ გერმანელები შეადგენდნენ. მაგრამ, საჭირო შინაარსის მქონე ორიგინალი ისტორიული დოკუმენტები ან ძალზედ ცოტა და არასაკმარისი იყო, ან საერთოდ არ არსებობდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ადრეულ და შუა საუკუნეებში ხალხს არავინ ყოფდა ეთნიკური ნიშნით, არამედ იდენტიფიცირება ხდებოდა რელიგიური, წოდებისა და სახელმწიფო კუთვნილების ნიშნით.

ამიტომ, ჩეხური ნაციონალიზმის კონსტრუქციისას და „ჩეხური ეროვნული ისტორიის“ აგებისას გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა, ვიდრე ჩეხი «განმანათლებელი» ვაცლავ განკა „უძველეს ხელწერილებს“ აღმოაჩენდა, რომელიც მისი და სხვა ჩეხი „განმანათლებლების“ მიერ აშკარად ხელოვნურად შექმნილ ისტორიულ კონცეფციებს ქმნიდა.

ვაცლავ განკამ გამოაცხადა მის მიერ კიონიგინჰოფში 1817 წლის 16 სექტემბრის კრალედვორსკის ხელნაწერის აღმოჩენის შესახებ (მალე ამ «დიად მოვლენას» ზუსტად 200 წელი შეუსრულდება!), ხოლო მომდევნო წელს გამოჩნდა ანონიმურად გამოგზავნილი ხელნაწერი, რომელმაც 40 წლის შემდეგ ზელენა გორაში ამ აღმოჩენის გამჟღავნების შესახებ «ზელენოგორსკაიას» სახელწოდება მიიღო (ცნობილი რომანტიკული ეროვნული ეპოსის ნაწყვეტი — «სუდომ ლიბუშე»). განკამ ორივე ხელნაწერი გამოაქვეყნა პარალელური თარგმანით თანამედროვე ჩეხურ და გერმანულ ენებზე. ახალგაზრდა განმანათლებელთა თაობა განკას ამ აღმოჩენას აღტაცებით შეხვდა. შემდგომში ხელნაწერთა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საკითხი ჩეხური პატრიოტიზმის საგნად იქცა — ნებისმიერი, ვინც კი ეჭვს საჯაროდ გამოთქვამდა, მტრად ინათლებოდა (სხვათა შორის, განკას სიცოცხლეში ამგვარი შემთხვევა იშვიათობა იყო და ისტორიკოსი ი. განუშის მახვილგონიერი გამონათქვამის თანახმად, «დიდი ხნის განმავლობაში არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელსაც ეჭვი შეეპარებოდა ხელნაწერთა ნამდვილობაში, თავად განკას გამოკლებით»).

განკას წყალობით (და მისი თანაავტორისა ჯოზეფ ლინდეს) ეროვნული აღორძინების მოღვაწეთა ოცნება — «აღმოჩენილი იქნა» უძველესი ძეგლები, რომლებიც სიძველით არ ჩამოუვარდებოდნენ რუსულ და სერბულ ძეგლებს, თანაც ისინი ჩეხეთის გმირულ და დემოკრატიულ წარსულს ასახავდნენ, იმატა ანტიგერმანულმა გამოხდომებმა. ამგვარი ფალსიფიკაციის უპრეცედენტოდ ხანგრძლივ წარმატებას ხელს უწყობდა არა მხოლოდ იმ ხელნაწერთა იდეალური შესაბამისობა ჩეხი პატრიოტების პოლიტიკურ სულისკვეთებასთან, არამედ განკას ლიტერატურული ტალანტი, იმ დროისათვის უჩვეულოდ მაღალი სლავისტური კვალიფიკაცია და ტექნიკური ხელოვნება, რომელიც ნახევარი საუკუნით წინ უსწრებდა მის თანამედროვე მიღწევებს. განკას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე (1860 წ.) ავსტრიული პოლიციისა და ავსტრიული გაზეთის რედაქტორის მიერ წამოწყებული ხელნაწერთა ნამდვილობის საწინააღმდეგო კამპანიამ თითქოს დიდი ხნით გაამყარა მისი ისტორიული გამარჯვება: მან ავსტრიელ კუს (Kuh) სასამართლო მოუგო და გარდაიცვალა კიდეც «ეროვნული აღორძინებისათვის წამებულის» სტატუსით.

ამასთან, იმისათვის რომ ჩეხების ისტორია «ჰეროიკული» გაეხადა, ვაცლავ განკამ ის ისტორიული მოვლენებიც შეთხზა, რომელთაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონიათ.

მაგალითად, კრალედვორსკის ხელნაწერში აღწერილი იყო ჩეხების გამარჯვება თათრებზე ოლომოუცთან. ეს ისტორიული სიცრუე ჩეხი ნაციონალისტების სიამაყის საგნად იქცა. რა თქმა უნდა: გამოდიოდა, რომ ჩეხებმა პირველებმა დაამარცხეს დაუმარცხებლად წოდებული მონღოლ-თათრები, რომელთა წინაშე მსოფლიო თრთოდა!

მოთხრობა იაროსლავის შტერნბერკელის მონღოლ-თათრებზე გამარჯვების შესახებ ოლომუცთან 1242 წელს (კრალედვორსკის ხელნაწერის ერთ-ერთი სიმღერა) – განკას ყველაზე «მავნე» სიყალბეა. ეს მითიური ბრძოლა ერთი ისტორიული ნაშრომიდან მეორისკენ გადაინაცვლებს და ხელნაწერთა გამჟღავნების შემდეგ, იგი დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მესამე გამოცემაშიც კი მოხვდა!

ანუ, მას შემდეგაც კი, როცა ხელნაწერის სიყალბე დადასტურდა, ჩეხ ნაციონალისტებს არ სურთ აღიარონ ოლომუცის გამარჯვების შესახებ ცნობა სიყალბედ და მთელ რიგ ისტორიულ წიგნებსა და სკოლის სახელმძღვანელოებში ამ ამბავს ასაღებენ, როგორც ნამდვილს. იმაზე ფიქრიც კი არ შეიძლება, თუ რამდენი ასეთი „ბრძოლა“ მოუგიათ სომხებს და ეს გახლავთ სომეხი ვაი-ისტორიკოსების გამონაგონი.

ასეა თუ ისე, ყალბი ხელნაწერების საფუძველზე ჩეხებმა ააგეს ნამდვილად თვითმყოფადი ისტორიული მითი. ამ ისტორიულ მითს რუსეთი უჭერდა მხარს, რომელიც „სლავთა ერთობაზე“ დებდა ფსონს, ვინაიდან რუსეთის გავლენის გაზრდა არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა ინგლისს, გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს.

ავსტრიის ხელისუფლება შეუდგა კრალედვორისა და ზელენოგორსკის ხელნაწერთა გამჟღავნებას და ამას მიაღწია კიდეც.

ამ სიყალბის გამჟღავნებაში მთავარი როლი თავად საღად მოაზროვნე ჩეხმა მოღვაწეებმა შეასრულეს, რომლებსაც კარგად ესმოდათ ყალბი ისტორიის მავნებლობა ჩეხი ხალხისათვის.

სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში სპეციალისტთა მოქმედების კოორდინირებაში დიდი როლი 1880-90-წწ. ითამაშა ჩეხოსლოვაკიის მომავალმა პრეზიდენტმა ტომაშ მასარიკმა, რომელსაც ვერანაირად ვერ დაადანაშაულებ «ჩეხური პატრიოტიზმის უკმარისობაში».

ვაცლავ განკას მიერ „სასწაულებრივად ნაპოვნი“ დოკუმენტების დეტალური კვლევისას მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს ფაქტი ხელნაწერთა შესრულებისა უძველეს პერგამენტზე, საიდანაც ძველი ტექსტია წაშლილი (პალიმპსესტი), ბერლინის ცისტერის გამოყენება, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან იწარმოებოდა, განსხვავებული დროის ნაწერთა შერევა და გაურკვეველი ხელწერა (კონტურის შემოვლება, შესწორებები), 6 ათასამდე სიტყვაში — ათასამდე შეცდომა უძველეს ჩეხურ ენაში (აშკარა კალკები რუსული და გერმანული ენებიდან, ორთოგრაფიული შეცდომები, ნამდვილი ძეგლების სიტყვათა გამოყენება მცდარ კონტექსტში), ფაქტობრივი ანაქრონიზმები და ა.შ. ამ ხელნაწერთა მომზადებაში იოზეფ ლინდაც მონაწილეობდა, რომლის ადრევე გამჟღავნებული ყალბი ხელნაწერიც გამოიყენება ტექსტში («სიმღერა ვიშეგრადთან»).

მაგრამ, კრალედვორისა და ზელონოგრადის ხელნაწერთ გამჟღავნებამ მათი დეტალურად შესწავლის საფუძველზე სხვა ერების ისტორიის გამყალბებლები უფრო ფრთხილნი გახადა.

დღეს ისინი უკვე არა «უძველეს დოკუმენტებს» ან «ხელნაწერებს» წარმოადგენენ, არამედ «ასლებს», და აცხადებენ, რომ ორიგინალები «დაიკარგა», «დაიწვა», «შეგნებულად განადგურდა მტრების მიერ» და ა.შ.

ასეა თუ ისე, დღეს ჩეხებს შეუძლიათ მშვიდად იყონ თავიანთი «უძველესი სიდიადის» გამო.

უმეტესობა მათგანი შეეგუა იმას, რომ კრალედვორსკაია და ზელენოგორსკის ხელნაწერები ყალბი აღმოჩნდა, მაგრამ ინერციით «შეთხზული ისტორია», რომელიც ამ ხელნაწერებზე დაყრდნობით შეიქმნა, კვლავაც გავლენას ახდენენ ჩეხურ კულტურაზე. ჩეხი მხატვრების, მწერლების, პოეტების, კომპოზიტორების (იგივე სმეტანას) ნამუშევრებს, რომლებიც ამ სიყალბეთა საფუძველზე შეიქმნა, უკვე ვეღარ აღმოფხვრი ჩეხური კულტურიდან.

სომეხი ერისათვის მეტად საზიანო გაყალბებული ისტორიის გამჟღავნების პროცესი ეს ესაა დაიწყო. ის ძალები, რომლებიც სომეხი ხალხით მანიპულირებენ, იგივე დასავლეთი ზესახელმწიფოები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, დაინტერესებულნი იყვნენ იმაში, რომ სომხებმა სომხებს ეს ყალბი ისტორია სიმართლედ მიეღოთ. ამიტომაც დასავლეთში არავის მოსვლია თავში აზრად გაემჟღავნებინა გაყალბებული სომხური ისტორია და არც სხვებს აძლევდა ამის უფლებას.

შედეგად კი, დღეს ამ მითებმა იმხელა მასშტაბები მიიღეს, რომ მათი „ძირამდე გათხრაა“ საჭირო იმისათვის, რომ სომეხი ერის ცნობიერება გამოვაჯანსაღოთ. არავინ იცის, რამდენი „შეუნახავი დოკუმენტის ასლია“ სომეხ ცრუ-ისტორიკოსთა ხელში, მაგრამ ისინი ბევრად აღემატება ჩეხურ ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამჟღავნების შემდეგ საჭირო გახდა ჩეხეთის ისტორიის სახელმძღვანელოთა ხელახალი გადაწერა.




KavkazPlus

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები