საზოგადოება

სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა

25.09.17 17:45


სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, დღეს პრობლემა შეექმნა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს, ნეიტრალურ ზონაში სიგარეტი შეიძინეს და თურქეთში გადატანას შეეცადნენ.

მისივე განმარტებით, თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება ინფორმაცია არ აქვთ. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების გამო, თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ექვსის ნაცვლად ერთი გასასვლელი და შემოსასვლელი მუშაობს, რაც რიგებს იწვევს.

„რიგებთან დაკავშირებით საზღვარზე შექმნილი პრობლემა ახალი ამბავი არ არის. თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს. წინათ ექვსი გასასვლელი მუშაობდა, ახლა ერთი მუშაობს. ზაფხულის პერიოდია და მგზავრთა გადაადგილება დიდია, ასევე ტვირთბრუნვა და შესაბამისად, ეს მოცულობა გაზრდილ მოთხოვნებს ვერ უმკვლავდება.

ეს არის ძირითადი პრობლემა. დღეს პრობლემა შეექმნა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს და ნეიტრალურ ზონაში შეიძინეს სიგარეტი და თურქეთში გადატანას შეეცადნენ. საუბარია სიგარეტის დიდი რაოდენობით გადატანაზე, რის გამოც ინცინდენტი მოხდა. ძალიან ბევრს შეექმნა პრობლემა. ქართველი მებაჟეები თურქ კოლეგებთან ერთად ინტენსიურად მუშაობენ და პირველ რიგში მათ ვთხოვეთ ოფიციალური წერილით, თუ რატომ აჩერებენ მოქალაქეებს მიზეზი კონკრეტულად დაგვისაბუთონ. როდის დასრულდება თურქეთის მხარეს მშენებლობა, ინფორმაცია არ გავქვს. თურქეთი ამაზე ოფიციალურ პასუხს არ გვაძლევს, იმიტომ რომ არ იციან“,- აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები