პოლიტიკა
25.09.17 18:15
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კორინ იონკერს შეხვდა.
ეკა ბესელიამ სტუმარს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწვევას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ძალიან სწრაფად გამოეხმაურა და აქტიურად ჩაერთო პროცესში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი იყოს რაც შეიძლება ღია და გამჭვირვალე, ასევე, საარჩევნო გარემო ყველა მონაწილისთვის იყოს თანაბარი და თავისუფალი ყოველგვარი ზეწოლისა და ძალადობისგან.
„ჩვენ ვართ ღია იმისთვის, რომ, საარჩევნო პერიოდში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდეს ამ პროცესს და ეუთო-ს მისიას ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, კორინ იონკერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია საქართველოში იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის მოწვევით.
„ორი კვირაა, რაც საქართველოში ვიმყოფებით და ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების, ეუთო-ს სტანდარტებისა და ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ არჩევნებს საქართველოში”,-აღნიშნა კორინ იონკერმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონსტიტუციურ რეფორმას ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაშიც შევა, თუმცა აღნიშნული ცვლილებები 21 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს არ შეეხება. ეკა ბესელიამ კორინ იონკერს დეტალურად გააცნო ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ შევა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელთა ნაწილი ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე იქნა მიღებული.
„ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ცვლილება არ იყოს ისეთი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ იქნება”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24