საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

25.09.17 18:55


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

27 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან და 28 სექტემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

29 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი. 1 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 3 – 5 გრადუსით მოიმატებს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები