პოლიტიკა

კახა კალაძე 22 სოციალური პროგრამის დახვეწას და განვითარებას გეგმავს

25.09.17 19:40


თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, იმ 22 სოციალური პროგრამის დახვეწას და განვითარება გეგმავს, რომლებიც სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამგეობები გააგრძელებენ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას.

„გამგეობის მხრიდან სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უფასო სასადილოების პროგრამის დახვეწას და რაციონის, ასევე, სერვისის გაუმჯობესებას. ამისთვის გამგეობებს მერიიდან გამოეყოფა დაახლოებით 30 მილიონი ლარი“ – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განცხადებით, სოციალური პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ, ყურადღება მიექცევა სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.

„ამ მიმართულებით ვაპირებთ, ცენტრალურ მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეთა გადამზადებას. მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდეს მერიის, კოლეჯისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით“ – განაცხადა კახა კალაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები