პოლიტიკა

ლიტვა საქართველოს "გრუზიას" ნაცვლად "საქართველო"- თი მოიხსენიებს

25.09.17 20:25


ლიტვის სეიმის სპიკერი ვიკტორას პრანცკეტისი გამოდის ინიციატივით, რომ 2018 წელს ლიტვამ საქართველოს და ქართველ ხალხს საჩუქარი გაუკეთოს. მას მიაჩნია, რომ ლიტველებმა საქართველო არა „გრუზია“ -თი არამედ "საქართველოთი" უნდა მოიხსენიონ. პრანცკეტისის თქმით, ქართველებს არ უყვართ როდესაც „გრუზია“-ს უწოდებენ და ამის შესახებ მან მოისმინა, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეებისგან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და ლიტვაში საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძისგან.

პრანცკეტისის იდეას უკვე მხარს უჭერს ლიტვის სეიმის რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის ლიტვა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრები.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები