საზოგადოება

გიორგი მამაცაშვილი: სააკაშვილს ნახატები მუზეუმიდან სახლში მიჰქონდა, ივანიშვილი სათითაოდ ეძებს, ყიდულობს და სახელმწიფოს ჩუქნის

17.06.16 21:20


მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილის განცხადებით, ძალიან ხშირად და უსამართლოდ ბიძინა ივანიშვილის მისამართით დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებული კრიტიკა ისმის.

„ფიროსმანის ნახატი ავიღოთ. სააკაშვილს ხელოვნების მუზეუმიდან გამოჰქონდა შედევრები და საკუთარ რეზიდენციაში ჰკიდებდა. ივანიშვილი ყიდულობს, სახელმწიფოს ჩუქნის და იმასაც კი საქილიკოდ უხდიან. მერე გამოხვალ, რაღაცას იტყვი და ბიძინა ივანიშვილის დამცველი ხარო, – მოგაძახებენ…

ბიძინას დამცველი კი არ ვარ, იმ სიმართლეს ვიცავთ, რა სიმართლესაც ვნატრობდით 9 წლის განმავლობაში!
სააკაშვილს მიჰქონდა საკუთარ სახლში მუზეუმიდან ნახატები, ივანიშვილი მსოფლიოში სათითაოდ ეძებს, ყიდულობს, აქ მოდის და ჩუქნის სახელმწიფოს და იმასაც კი საქილიკოდ ვხდით.

იტალიამ რომ წააგოს ევროპის ჩემპიონატზე, ბიძინა ივანიშვილის ბრალი იქნება, რადგან იტალიელებს საქართველოში დამზადებული მაისურები აცვიათ”, – განაცხადა მამაცაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები