პოლიტიკა

„რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტის უპატივცემულობის გამოხატულებაა“ - ირაკლი კობახიძე

25.09.17 21:00


საკონსტიტუციო რეფორმა - პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს, აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარეის შეფასება მოჰყვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტის უპატივცემულობის გამოხატულებაა.

“ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით.

წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ“, - განაცხადა კობახიძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები