პოლიტიკა

ანა დოლიძე - საქმე გვაქვს სამწუხარო რეალობასთან - უმრავლესობას სიტყვა მოლაპარაკება ესმის, როგორც მოლაპარაკება საკუთარ თავთან

25.09.17 21:45


ჩვენ საქმე გვაქვს სამწუხარო რეალობასთან - უმრავლესობას სიტყვა მოლაპარაკება ესმის, როგორც მოლაპარაკება საკუთარ თავთან, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ "პრეზიდენტისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციები საკონსტიტუციო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენებაში ერთმანეთს ემთხვევა".

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტთან დაკავშირებით კონსენსუსი მნიშვნელოვანია.

“სიტყვები, რომ აუცილებელია დიალოგი და თანხმობა, ესმით, როგორც ძირგამომთხრელი, დესტრუქციული ქმედება. ბუნებრივია, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სამწუხარო პოლიტიკურ რეალობასთან - უმრავლესობას სიტყვა მოლაპარაკება ესმის, როგორც მოლაპარაკება საკუთარ თავთან,“- განაცხადა ანა დოლიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები