პოლიტიკა
25.09.17 22:00
თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
დედაქალაქის მერი, თავდაპირველად, ლეღვთახევში იმყოფებოდა, სადაც კლდის გამოფიტული ქანებისგან გაწმენდის სამუშაოები ტარდება და დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მდინარეზე მსუბუქი კონსტრუქციის გადასასვლელები ეწყობა.
დავით ნარმანია მარნეულის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კლდის ცვენის მონიტორინგის გეოტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობისა და ბულვარის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
კრწანისის გამგეობამ, ზემო ფონიჭალაში, 8 ათასი კვ.მ. ფართობზე, ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. პარკში მიმდინარეობს კუნძულების მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, რის შემდეგაც ბილიკების, მათ შორის ველო და სარბენი ბილიკების, ასევე, განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი ითვალისწინებს შადრევანის, სპორტული და სათამაშო მოედნების მოწყობასაც. პარკის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.
სრულდება სარეაბილიტაციაო სამუშაოები ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ მდებარე ბულვარშიც. 300-მეტრიანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო. რეკრეაციულ სივრცეში მოეწყო ახალი ბილიკები და ველობილიკი ბავშვებისთვის, დეკორატიული განათება და გასართობი მოედნები, აღდგა ამორტიზებული შადრევანი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24