საზოგადოება

ძველთბილისურ სახლში „მაცივარი“ აღმოაჩინეს

17.06.16 22:00


თბილისის ისტორიულ ნაწილში სარესტავრაციო სამუშაოებისას, მე–19 საუკუნეში აგებული ერთ–ერთი სახლის ქვეშ უძველესი მიწისქვეშა სათავსო აღმოაჩინეს, რომელსაც თავის დროზე მაცივრად იყენებდნენ, ნათქვამია თბილისის განვითარების ფონდის ფეისბუქგვერდზე.

კვლევებმა ცხადყო, რომ შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე სახლები №32 და №34 თავის დროს უძველესი საგუშაგო კოშკის ნანგრევებზეა აშენებული. სწორედ აქ გადიოდა ძველი თბილისის საზღვარი.

ახლა არქეოლოგები აღმოჩენის ზუსტი თარიღისა და ისტორიული ღირებულების დადგენაზე მუშაობენ. თბილისის განვითარების ფონდი სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით ჩაატარებს სათავსოს კონსერვაციას.

ფონდი დადიანის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლების სრულ გამაგრებას გეგმავს. ამასთან, შენობებს შეუნარჩუნდება ისტორიული დეტალები, აივნები, პირვანდელი სახით აღდგება გარე და შიდა ეზოების ფასადები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და სახურავები, მთლიანად გამოიცვლება ძველი საკომუნიკაციო ქსელები.

ისტორიული სახლების რეაბილიტაცია–რესტავრაცია 2016 წლის ბოლოს დასრულდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები