ანალიტიკა

აზერბაიჯანული საბადოების მრავალწლიანი ძარცვა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით

27.09.17 16:30


სასომხეთში ცოტა ხნის წინ მძიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი: მძარცველთა ჯგუფმა მოიპარა რამოდენიმე კილოგრამი წიაღისეული სოთის ოქროს საბადოდან. 2015 წლის 28 აპრილს ღამის 01:30 საათზე სასომხეთში პოლიციის განყოფილებაში სოთის საბადოს დაცვის მოსამსახურისაგან მიღებული იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საწარმოს ტერიტორიაზე სამი უცნობი მამაკაცი იმყოფებოდა. გამოძახებისამებრ ადგილზე მისულ ოპერატიულ ჯგუფს ადგილზე დახვდა ვახტანგ ლ. (დაბ. 1972), არმენ გ. (1964) და გარნიკ მ. (1975). ჩხრეკისას ორ უკანასკნელს ზურგჩანთაში აღმოაჩნდათ 14 კილოგრამამდე ოქროს წიაღისეული. ქურდები სათანადოდ დაისჯებიან და მათ საკმაოდაც მიუსჯიან და ეს მართებულიცაა, ვინაიდან სხვისი საკუთრების მიტაცება დანაშაულია.

საქმე იმაშია, რომ ე.წ. სოთის ოქროს საბადო გახლავთ სხვა სახელმწიფოს საკუთრების მიტაცება განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ეს საბადო არავითარი „სოთის“ არაა, არამედ საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილია როგორც, ზოდის ანუ სოიუდლიუს საბადო, რომელიც სომხური ჯარების მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ყელბაჯარის რაიონში მდებარეობს.

ზოდის ოქროს საბადო აღმოჩენილია აზერბაიჯანში ყელბაჯარის რაიონშია სასომხეთის (ყოფილი ბასარკჩარის) ვერდენისის რაიონის მიჯნაზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას 1988 წლამდე ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენდნენ. იგი გაიხსნა 1951 წელს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანტორის „კავკასოქროდაზვერვა“ გეოლოგიურ-სამძებროპარტიის მიერ, რომელიც 1955 წლამდე ყველა ტიპის გეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებს ასრულებდა ამიერკავკასიის მთელს ტერიტორიაზე. ამ ადგილებში მოპოვებულ ოქროს განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა - მას ნაკლები მინარევები აღმოაჩნდა. ამგვარად, მის დამუშავებაზე ნაკლები რესურსი იხარჯებოდა.

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სამსახურის გეოლოგიური დაზვერვის მთავარი ინჟინერის, ჰასან ჩელების მიერ გასაჯაროვებული 2006 წლის მონაცემებით, ყელბაჯარის რაიონში სომხები იმ დროისათვის სიუდლიუს საბადოდან ყოველწლიურად მოიპოვებდნენ 3 ტონა ოქროს (http://news.day.az/armenia/52568.html ). მას შემდეგ კი მოპოვებული წიაღისეულის ოდენობა ბევრად გაიზარდა.

ეგრეთ წოდებული «სოთის საბადო» რომ იგივეა, რაც სლოიუდლიუს საბადო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ამას Google-ის ხელოვნური თანამგზავრის რუკაც ამტკიცებს. კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე აშკარად ჩანს, რომ საბადოები მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორიის შიგნითაა მოქცეული და აქ მოპოვებული წიაღისეული უკანონოდ გადააქვთ სასომხეთის ტერიტორიაზე სოტკის (ზოდი) რკინიგზის სადგურისაკენ. ამ სადგურიდან მუდმივად გაედინება ნაქურდალი აზერბაიჯანული მადნეული.

სად მიაქვთ მადნეული, ამას კომპანია GeoProMining, რომელიც მადნეულის ექსპლოატაციითაა დაკავებული, არ ამჟღავნებს, ან უკიდურეს შემთხვევაში, გვამცნობს, რომ მადანი მდიდრდება და იქ მოიპოვება ოქრო ქალაქ არარატის პირველადი დამუშავების ფაბრიკაში.

ამ ფაბრიკის სიმძლავრე სულაც არ არის საკმარისი იმ მადნეულის დასამუშავებლად აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ფაბრიკის მოდერნიზებამდე მათ თეორიულადაც არ შეეძლოთ „სოიუდლიუს“ მადნეულის გადამუშვება, გარდა ამისა ფაბრიკები მოძველებული იყო და საკმარისი ოქროს მოპოვება მადნიადან ვერ ხერხდებოდა. ამიტომ, არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს მადნეული საზღვარგარეთ გააქვთ, კერძოდ კი საქართველოში და აქ მუშავდება მადნეულის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში. რომელიც იყენებს არა მხოლოდ საბადოდან ოქროს მოპოვების მაღალი ხაზის უზრუნველმყოფ ტექნოლოგიას იყენებს, არამედ საქართველოში ყველაზე მავნე და ეკოლოგიურად ბინძური წარმოებაა. მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი წამლავს ჰაერს, აბინძურებს მდინარეების მაშავერასა და მტკვრის წყალს, რომელიც მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება და საბოლოოდ კასპიის ზღვაში ჩაედინება.

მოპარული ოქროს მადნეულის იმპორტის მასშტაბებზე საქართველოში და მის გადამუშავებაზე მოწმობს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები, 2014 წლისათვის, რომლის თანახმადაც მადნეულისა და კონცენტრატების ოფიციალური იმპორტი ქვეყანაში შეადგენდა $165,2 მლნ. სასომხეთიდან.

უკანასკნელი სკანდალი სასომხეთში საზღვარგარეთ ოქროს საბადოს დიდი მოცულობის ექსპორტთან დაკავშირებით იგივე "სოიუდლიუს" საბადოდან გვიჩვენებს, რომ იმპორტირებული წიაღისეულის ფასები შეიძლება სასტიკად იყოს დაწეული და ოქროს შემცველი მადანი სასომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან "იაფი" სპილენძის სახით გააქვთ.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ 2014 წელს, სასომხეთიდან იმპორტირებული მაღალი საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის ჯგუფში, ახალი სახელი გაჩნდა "მადნები და კონცენტრატების შემცველი ძვირფასი ლითონები." მანამდე ოქროს შემცველი მადანი ცალკე არც კი განიხილებოდა. საბაჟო სამსახურის 2014 წლის მონაცემებით სასომხეთიდან იმპორტირებული იქნა 5.8 ათასი. ტონა მადანი ძვირფასი ლითონებით, რომელთა საბაჟო ღირებულება აღემატებოდა 32.7 მლნ. დოლარს. 2014 წელს 5.18 მილიონი ტონა ძვირფასი ლითონები შემცველი მადანი ექსპორტირებულ იქნა ჩინეთში, ასევე მცირე რაოდენობით შვეიცარიაში (623 კგ) და ავსტრალიაში (15 კგ) - სავარაუდოდ, საგამოფენო ექსპონატის სახით.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი კომპანია ან კომპანიები აწარმოებენ სასომხეთიდან ძვირფასი ლითონების შემცველი მადნეულის ექსპორტს, გახმაურებას არ ექვემდებარება. ჩვენს მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო განყოფილებაში სასომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ეს მონაცემები კანონით არის გასაიდუმლოებული.

ძვირფასი ლითონის შემცველი მადნეულის ექსპორტირებისას სასომხეთის სახელმწიფო ორგანოებმა არ იციან, თუ რა რაოდენობის ძვირფასი ლითონი იქნა მიღებული გაყიდული მოცულობიდან, ვინაიდან შემდგომი სამუშაოები ქვეყნის გარეთ წარმოებს. მსგავს შემთხვევებში, მადნეულის გაყიდვა ხდება საშუალო მაჩვენებლების მიხედვით. (http://hayastannews.com/news/83173.html)

დიდი ეჭვი არსებობს, რომ საქართველოს მადნეულის ქარხანაში 2014 წელს მოდიოდა ოქროს მადნეული ჩვეულებრივი წიაღისეულის სახით, ამასთან მოპარული აზერბაიჯანული ოქროს მადნის გადამუშავება ყაზრეთში უკვე წლებია მიმდინარეობს.

იგივე კომპანია "მადნეული", რომელიც 2005 წ. GeoProMining-მა შეიძინა, 2007 წელს გახდა აქციათა მფლობელი კომპანიაში "არარატის ოქროს მომპოვებელი კომპანია" (AGRC). სწორედ AGRC ძარცვავდა «სოიუდლიუს» საბადოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მიტაცებული საბადოს წინა მფლობელი გახლდათ ინდური კომპანია Vedanta Resources, რომელმაც მოასწრო გამხდარიყო სკანდალის მონაწილე, რომელმაც დამალა 958,54 კგ. ოქრო, 1,444 ტონა ვერცხლი და 1,53 ტონა სელენიუმი, შესაბამისად წარსდგა კიდეც სომხური სასამართლოს წინაშე. თუმცა ახალმა ინვესტორმა AGRC გამოთქვა მზადყოფნა შეესრულებინა ყველა ვალდებულება, რომელიც მის წინამორბედს ჰქონდა ნაკისრი.

თავდაპირველად "მადნეული" გეგმავდა ახალი ფაბრიკის აგებას ყველაზე მდიდარი საბადოს გვერდით, სოფელ სოტკში, სასომხეთის ტერიტორიაზე. სევანის ტბის აუზში ფაბრიკის აგების წინააღმდეგნი გამოვიდნენ ეკოლოგები, რომლებმაც სომხურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით „სევანის ტბის შესახებ“, რომელიც ზღუდავს მრეწველობით საქმიანობას ციანიდის მონაწილეობით, შეაჩერეს ფაბრიკის მშენებლობა.

(http://www.regnum.ru/news/economy/1031217.html). შედეგად კომპანია «მადნეული» იძულებული იყო მოპოვებული მადნეული ან არარატის ფაბრიკაში მიეტანა, ან საქართველოში, ყაზრეთში გაეგზავნა.

ინფორმაციის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა 2012 წელს სასომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ს. პეტროსიანის სტატიაში "სამთო-მომპოვებელი მრეწველობა, როგორც სასომხეთის რესპუბლიკის პრიორიტეტული სექტორები ეკონომიკაში » (http://hayastannews.com/news/83173.html). 2011 წელს, კომპანიამ GeoProMining სასომხეთში ოფიციალურად აწარმოა 1280 კგ ოქრო ( "დორა" შენადნობი), ეს მაჩვენებელი 90% -ით აღემატება 2010 წლისას. წიაღისეულის მოპოვება საბადოში "სოტკის ოქროს მაღარო" 60% -ით გაიზარდა (870 ათასამდე. ტონა). თუ შევადარებთ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში თითქმის 1 მილიონი ტონა აზერბაიჯანისთვის მოპარული ოქროს იმ უმწეო 14 კგ ნაპოვნ ოქროს ზურგჩანთებში 28 აპრილი, 2015, აზერბაიჯანის საბადოების ძარცვის მასშტაბი კოლოსალურია.

წიაღისეულის მოპოვების მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა 2013 წელსაც, როდესაც ოქროს მომპოვებელმა ფაბრიკამ არარატში მოდერნიზაცია განიცადა და შეეძლო დიდი ოდენობით მოპოვებული მადნეულის გადამუშავება. თუმცა, არარატის ფაბრიკის არასაკმარისი კი ვერ უშლიდა GeoProMining მადნეული საქათველოში გაეტანა, მადნეულის ფაბრიკაში და შემდეგ იქ დაემუშავებინა.

ამასთან , ოქროს მოსაპოვებელი სიმძლავრის გამოყენების გარეშე, რომელთა განთავსებაც სევანში იგეგმებოდა, სასომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიების მადნების ძარცვამ ისეთი მასშტაბები მიიღო,რომ სასომხეთის ეკოლოგებიც კი შეაშფოთა. 2011 წლის 19 ოქტომბერს სასომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩატარდა აქცია «S. О. S. სევანი», რომელიც მიმართული იყო GeoProMining-ის მიერ სოტკში, სევანის ტბის წყალშემკრებ აუზში გამანადგურებელი და დახარისხების კომპლექსის განთავსების წინააღმდეგ.

მით უმეტეს, არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოში"საკუთარი" წარმოებისათვის, მადნეულში არ არსებობს საკმარისი ოქროს წარმოების სიმძლავრე. ჯერ კიდევ 2011 წ. გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ "მადნეულის" სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, რომელიც გახლავთ შვილობილი სტრუქტურა GeoProMining, გადავიდა მადნეულის მეორად დამუშავებაზე.

წარმოების ოფიციალური ცნობით, 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის გამო, კომპანიამ ვერ მოახერხა ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება ახალი საბადოების დამუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უკან დაუბრუნდა.

(http://interfax.az/view/476144) მოპარული აზერბაიჯანული მადნეულის გადამუშავება უფრო მომგებიანი გამოდგა, ვიდრე საკუთარის მოპოვება. 2011 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ოქროს ექსპორტი ბევრად აღემატებოდა 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, და გაიზარდა 43,7%, - დან $57,1 მლნ. – მდე; და ეს მაშინ, როცა, როდესაც ოქროს მოპოვება საკუთარი მადნებიდან არ ხდებოდა, არამედ მოღებული მადნეულიდან (ძირითადად აზერბაიჯანის ელბაჯარის რაიონიდან).

იმან, რომ 2012 წელს კომპანიამ "ნევა-რუსი" GeoProMining შეიძინა ქართული საწარმოების „მადნეული“ და „კვარციტი“ აქციები, ვერაფერი შეცვალა აზერბაიჯანში მოპარულ მადნეულთან მუშაობის სქემაში. მით უმეტეს, რომ იგივე "ნევა-რუსი" დღესდღეობით ფლობს სასომხეთის სამთო მომპოვებელი მრეწველობის უდიდეს წილს. ფაქტიურად, სხვადასხვა მომპოვებელი და გადამამუშავებელი სიმძლავრის მქონე მფლობელთა მუდმივი ცვლა ართულებს სარჩელის შეტანის პროცესს იმათ წინააღმდეგ, ვინც აზერბაიჯანული ხელისუფლების ნებართვის გარეშე აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მადანში მუშაობს.

ამ ძარცვის თანამონაწილე არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები აზერბაიჯანის მოძმე საქართველოს, რომელსაც უკვე მადლობა ქვემო ქართლის ეკოლოგიური კატასტროფით და მტკვარის აუზის დაბინძურებით უპასუხეს, საფრთხეს უქმნიან.

უახლოეს დროში უნდა ჩატარდეს გამოძიება „სოიუდლოს“ საბადოს წიაღისეულის უკანონო გატანისა და გადამუშავების რეალურ სქემასთნ დაკავშირებით, რათა შეწყდეს მძრცველობითი ექსპლოატაცია აზერბაიჯანის რესურსებისა და ამგვარად აზერბაიჯანისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც მოხდეს. ასევე საქართველოსაც უნდა აუნაზღაურდეს ეკოლოგიური ზიანი, სადაც მადნეულის კომბინატში სათანადო ეკოლოგიური ნორმების დაუცველობის გამო მკვეთრად იმატა მოსახლეობის მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. ეს პირდაპირ კავშირშია დღევანდელ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. კომპანიამ უნდა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო სარგებლის რეკულტივაციისა და მადნეულის კომბინატის შემოგარენში მდინარის წყლის დაბინძურების საწინაარმდეგო თავიდან აცილების ზომები.



KavkazPlus

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები