მსოფლიო

რუსეთში შესაძლოა WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკოს

29.09.17 19:45


რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის ნიკოლაი ნიკიფოროვის განცხადებით, ის ინტერნეტ საიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ. რუსეთში მოქმედი კანონის თანახმად, ვებ-გვერდები რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, რუსულ სერვერებზე უნდა განათავსონ.

“Telegram და სხვა ინტერნეტ საიტები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაემორჩილებიან, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ”,-უთხრა “რიანოვოსტის”მინისტრმა.

მისივე თქმით, კანონის დაცვა სხვა ინტერნეტ კომპანიებსაც მოეთხოვებათ.

“არ მესმის რატომ არის შექმნილი ამხელა აჟიოტაჟი Telegram-ის გარშემო. ეს ეხება სხვა უცხოურ კომპანიებსაც, როგორებიცაა WhatsApp, Viber, Google და Facebook. კანონი მათზეც ვრცელდება,”-ამბობს მინისტრი.


წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები