ანალიტიკა

არამ I კონსტატირებს სასომხეთის „დაცლას“ და მას რუსეთიდან დასავლეთისაკენ აღებინებს გეზს

02.10.17 15:45


ერევანში ცოტა ხნის წინ გამართულ VI საყოველთაო სომხურ კონფერენციაზე «სასომხეთი-დიასპორა» და 2017 წლის 21 სექტემბერს სასომხეთის „დამოუკიდებლობის“ დღესასწაულზე სომეხთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კილიკიის დიადი სახლის კათოლიკოსმა არამ I. ეს არ იყო შემთხვევითი.

საქმე იმაშია, რომ სომეხთა საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე სერჟ სარგსიანისა და სასომხეთის სამოციქულო ეკლესიის თავკაცის, გარეგინ II მიმართ, რომელსაც დღევანდელ სომხურ ხელისუფლებას უკავშირებენ, სომხებისათვის ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურად იქცა არამ I.

მით უმეტეს, რომ ეხლა კათოლიკოს არამ I-ის სულიერ სამწყემსოს ამჟამად არა მხოლოდ სომხური ეპარქიები, არამედ ლიბანის, სირიის, ირანის, სპარსეთის ყურის, საბერძნეთის, კანადისა და კვიპროსის და რაც ყველაზე მთავარია, აშშ სომხური ეპარქიებიც შედიან.

ანუ არამ I სულიერად კვებავს უმდიდრეს და ყველაზე გავლენიან ამერიკულ სომხურ დიასპორას, ამიტომაც მისი სიტყვები და მინიშნებებიც კი შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს ერევნის პოლიტიკაში, ასევე მსოფლიო სასომხეთისათვის.

რა განაცხადა არამ I ფორუმზე «სასომხეთი-დიასპორა»?

«მოდით, ვიყოთ რეალისტები და გულახდილები. სასომხეთი იცლება, დიასპორა კი სულს ღაფავს. ამ საშიში რეალობის ფონზე შემთხვევითი ინიციატივები ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს და ვერ მოგვიშუშებს იარებს», — განაცხადა ქილიკიის დიადი სახლი კათოლიკოსმა არამ I, VI საყოველთაო სომხურ კონფერენციაზე «სასომხეთი -დიასპორა».

ანუ ეს სიტყვები გახლავთ „არადამაკმაყოფილებლად“შეფასება ამჟამინდელი ერევნის რეჟიმისა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ფორუმზე დიდ იმედებს ამყარებდა. ფორუმი «სასომხეთი-დიასპორა» ხომ მოწოდებული იყო დიასპორის ნდობის დაბრუნება სომხეთის ხელისუფლებისათვის და ქვეყნის ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების შემოდინების უზრუნველყოფა.

მაგრამ არამ I სულ სხვა რამ განაცხადა, განსხვავებით იმისაგან, რასაც მისგან სერჟ სარგსიანი ელოდა. .

«სასომხეთი სასეირნო და ბიზნეს-საქმიანობის ადგილი ან ბაზარი არაა, ეს არც საშვია, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მხოლოდ ამგვარი მიდგომა გვქონდეს სასომხეთის მიმართ.

სასომხეთი — ეს სომხების სავარაუდო სახლია, წარსულის, აწმყოსა და მომავლის სახლი. ჩვენ სათქმელიც და საკეთებელიც გვაქვს ამ მიმართულებით: სასომხეთი ჩვენ უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ», — განაცხადა არამ I.

მისი აზრით, აუცილებელია დიასპორის პოტენციალის ეფექტურად და სწორად გამოყენება.

«მაგრამ ამ ურთიერთქმედების განხილვა მხოლოდ ეკონომიკური პროექტების კუთხით არ შეიძლება. ჩვენი საუკუნოვანი ისტორია იმას ამტკიცებს, რომ ერის გადარჩენა მის კოლექტიურ ძალაშია», — დაასკვნა ქილიკიის დიადი სახლის კათოლიკოსმა.

ამგვარად, მისი გზავნილის არსი გასაგებია: ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სასომხეთი კატასტროფამდე მიიყვანა, ქვეყანა იცლება, ხოლო ინვესტიციებს თავისთავად არ შეუძლიათ ამ ფონის შეცვლა. აუციელებელია „წესრიგის დამყარება სომხურ სახლში“, მაგრამ როგორი წერიგის?

ამის შესახებ არამ I აშკარა მინიშნება გააკეთა სასომხეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე. სასომხეთის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე სამხედრო პანთეონის „ერაბლურ“ მონახულებისას ქილიკიის დიადი სახლის კათოლიკოსმა არამ I მოუწოდა სომხებს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაერთიანებისაკენ.

ქილიკიის დიადი სახლის კათოლიკოსმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობა - ყველა სომეხის მისწრაფება, ვალდებულება და წმინდა ღირებულებაა.

«ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასომხეთი და ყველა ჩვენგანმა– სასომხეთისა და სომხური დიასპორის სომხებმა – ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის გამყარებას», – ხაზგასმით აღნიშნა არამ I.

«ამიტომაც, მოდით წვრილმანებს თავი დავანებოთ, არაჯანსაღ კრიტიკაზე უფრო მაღლა დავდგეთ, თავი შევიკავოთ ცალმხრივი მიდგომებისაგან და კონსოლიდირებულად მივმართოთ ძალისხმევა სამშობლოს დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ», – აღნიშნა კათოლიკოსმა არამ I.

სასომხეთში მხოლოდ ზარმაცს თუ ეზარება საუბარი იმაზე, რომ სასომხეთმა ფაქტობრივად დაკარგა დამოუკიდებლობა, იქცა რა რუსეთის საპროტექტოროდ. ანუ, ქილიკიის კათოლიკოსის სიტყვები სომეხთა უმრავლესობამ ასე გაიგო - სასომხეთი რუსეთისაგან უნდა განთავისუფლდეს. ამგვარად, ასე, პირდაპირ რომ არ ვთქვათ, არამ I «კურთხევას აძლევს» სომხებს უღალატონ რუსეთსა და გეზი დასავლეთისაკენ აიღონ.

სომეხი პოლიტ ტექნოლოგი და ანალიტიკოსი ვიგენ აკოფიანი განსაკუთრებით აღნიშნავს, თუ როგორ აღიქვამენ სომხები არამის სიტყვებს და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ რეალურად დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.

«ნდობა აღარ არის, ეს მათმა ფორუმზე გამოსვლამაც აჩვენა, განსაკუთრებით არამ პირველის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა. არსებითად, მისი გამოსვლა დიასპორის შემკრებ ხმად გაისმა და ჩვენ ვიხილეთ დარბაზის რეაქციაც. თუკი სხვა, ხელისუფლების წევრთა გამოსვლებს მორიგი სავალდებულო ტაშით ხვდებოდნენ, აქ ფეხზე დადგა მთელი დარბაზი და ისე გრიალებდა ტაში. როგორც გავიგე, დიასპორამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირის სახით გადაწყვიტა სიმართლე პირში ეთქვა მთვრობისათვის», — განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ფორუმზე არამ I შეშფოთება გამოთქვა იმის თობაზე, რომ სასომხეთსა და დიასპორას შორის კავშირი ნელ-ნელა ქრება. ვიგენ აკოფიანის აზრით, დიასპორის ნდობის მოპოვების აღდენის საკითხში დიდი როლი უნდა ითმაშონ ახალმა სახეებმა სასომხეთის მმართველ სტრუქტურებში.

ამასთნ დაკავშირებით მან აღნიაშნა, რომ ფორუმის მონაწილეთა დამოკიდებულება პრემიერ მინისტრის, კარენ კარაპეტიანის მიმართ უფრო დადებითი იყო, ვიდრე სხვა ძველი სახეების მიმართ, რომელთანაც დიასპორას ნეგატიური თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს.

«დიასპორამ ნათელჰყო, რომ მას აღარ სურს სერიოზული პროექტების რეალიზება ამ ძველ სახეებთნ და ახალ სახეებთან თანამშრომლობაზეც სულ დაფიქრება, თუკი მიიღებენ იმის გარანტიას, რომ ეს პირები მედროვეები არ იქნებიან», — განაცხადა აკოფიანმა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ კარენ კარაპეტიანი უწევს ყველაზე მეტად აგიტაციას სასომხეთსა და ევროსაბჭოს შორის ხელშეკრულების დადებას, რაც რუსეთიდან დასავლეთისაკენ შებრუნების საკითხში ქვეყნისათვის გადამწყვეტი უნდა გახდეს. ამიტომაც დიასპორის განწყობა, რომლითაც წარმატებით მანიპულირებს არამ I, მეტად სიმბოლურია.

მით უმეტეს, არამ I ისედაც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სომხების დიასპორაში.

სწორედ არამ I გადადგა მთელი რიგი «მნიშვნელოვანი» ნაბიჯებისა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ასე აღელვებს სომხებს - «გენოციდის აღიარება» და «კომპენსაცია» სწორედ ამ „მითიური გენოციდის“გამო.

შეგახსენებთ, რომ ამ მითიური გენოციდიდან 100 წლისთავზე ქილიკიის კათოლიკოსის წყალობით, ამ მითს მხარი დაუჭირა რომის პაპმა ფრანცისკე . 2015 წლის 12 აპრილს ვატიკანის მესის დროს, რომელიც ჩატარდასომხური კათოლიკური წესისამებრ და რომელზეც რომის პაპმა ფრანცისკემ მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოსთქვა «მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის შესახებ». ამასთან არამ I მიმართა არა მხოლოდ თავის თანამემამულეებს, არამედ მთელს მსოფლიოს, სომხურ და ინგლისურ ენებზე. ქილიკიის კათოლიკოსმა აქცენტი გააკეთა სამ ურთიერთ დაკავშირებულ პრინციპზე: განკითხვა, აღიარება და რეპარაცია.

მათგან ბოლო — ე.წ. სომეხთ გენოციდის დროს სასომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქონების რეპარაცია და დაბრუნება რასაც უნდა მოჰყვეს „მსხვერპლის“ შთამომვალობისათვის კომპენსაციის გადახდა. შემთხვევითი არაა, რომ საკუთრ საუბარში მან ხაზი გაუსვა, რომ „გენოციდი“— ეს არა მხოლოდ ადამიანური მსხვერპლია, არამედ უდიდესი მატერიალური ზარალიც, დაკარგული ქილიკიის კათოლიკოსთა რეზიდენცია სისეში (თანამედროვე ქალაქი კოზანი თურქეთში) — წმინდა სოფიის მონასტერი და ეკლესია.

სწორედ არამ I პირველმა გადაგა ნაბიჯი, რომლის შესახებაც სომეხი ნაციონალისტები წერენ და საუბრობენ უკვე დიდი ხანია — მან მითიური „სომხური გენოციდის“ აღიარებასთან ერთად მოითხოვა ზარალის ანაზღაურება.

აი, აქ სომხებს აქვთ საშუალება თავი განსაკუთრებით მაშინ, თუკა ამგვარი პრეცედენტი სადმე მაინც იქნება დაშვებული.

სხვათა შორის შემთხვევითი არაა, რომ სომხური ეკლესია ამგვარ ყურადღებას უთმობს საკუთარ პრეტენზიებს ქართულ ეკლესიებთან მიმართებაში (ისინი ითხოვენ 442 ქართული ეკლესიის გადაცემას!). თუკი საქართველომ სისუსტე გამოიჩინა და სომხებს გადასცა ეკლესიები, რომლებზეც ისინი სრულიად უსაფუძვლოდ აცხადებენ პრეტენზიებს - ეს გამოიწვევს სომხების მიერ არანაკლებ პრეტენზიას თურქეთის მიწებზე, უძრავ ქონებაზე და სხვა საკუთრებაზეც.

არამ I პოლიტიკა, რომლითაც იკვებება გავლენიანი ამერიკის სომხური დიასპორა, კოორდინირებას უწევს სასომხეთის ვატიკანთან ურთიერთქმედებას, სომხებს იმის იმედს აძლევს, რომ ისინი მომავალში შეძლებენ თურქეთის ხარჯზე „ქონება მოიხვეჭონ“, დღეს ერთი მიმართულებით მოქმედებს - სასომხეთის რუსეთისგან ჩამოშორება და მისი გადასვლა დასავლეთის მფარველობის ქვეშ.

ეჭვგარეშეა, რომ თუკი სასომხეთის ხელისუფლება გაჯიუტდება, არამ I «კურთხევას» მაიდანზეც გასცემს და ტერორისტულ გადატრიალებაზეც - ოღონდ ნებისმიერ ფასად ჩამოაცილოს სასომხეთი რუსეთს. შემთხვევითი არაა ის, რომ 2015 წელს ანტირუსული პროტესტების დროს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ, არამ I პირველმა გამოხატა შეშფოთება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას ყური მიეგდოთ ხალხის ნებისათვის. თითქოს სასომხეთის ამბები მას არ უნდა ეხებოდეს, მისი მრევლი ხომ დიასპორაშია, ხოლო სასომხეთის სულიერი მწყემსი გარეგინ II. მაგრამ სასომხეთში გაძლიერებული რუსოფობიის ფონზე, გარეგინ II სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც «პრორუსული კათოლიკოსი», ამ ფონზე კი არამ I ავტორიტეტი სულ უფრო მეტად იზრდება.





KavkazPlus

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები