საზოგადოება

ავსტრიის იუსტიციის მინისტრი: “საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და აამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კანონმდებლობა”

21.06.16 16:00


ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგანგ ბრანდშტეტერი გამოცემა „Circle Diplomatique“-ს ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებზე ესაუბრა. შეკითხვაზე, თუ რატომ არის ავსტრიული მართლმსაჯულების სისტემა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან განსაკუთრებით მოთხოვნადი, ავსტრიის იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა საქართველოსთან ურთიერთობის მაგალითი მოიყვანა. მისი აზრით, თანამშრომლობას ამარტივებს ისტორიული ურთიერთობები და საერთო კულტურული ღირებულებები. ვოლფგან ბრანდშტეტერმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გაიხსენა.

„როდესაც პირველად ჩავედი თბილისში, ვკითხე ჩემს კოლეგას, თუ იცოდა ბერტა ფონ ზუტნერის სახლის ადგილმდებარეობა.

ბერტა ფონ ზუტნერი იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. „რა თქმა უნდა!“ − მიპასუხა მან. ჩვენ ვესტუმრეთ მის სახლს, რომელსაც მემორიალური დაფა ამშვენებს. ჩვენი საერთო წარსულის არსებობა, რა თქმა უნდა, ამარტივებს მართლმსაჯულების რეფორმირებისთვის საჭირო ერთობლივი პროექტების განხორციელებას − განაცხადა იუსტიციის ფედერალურმა მინიტრმა.

სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. მაგალითად, ავსტრიელი იურისტის, რენატე ვინკლერის, მიერ, რომელიც გაერო-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კომისიის ვიცეპრეზიდენტია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა და ამოქმედდა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კანონმდებლობა არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების საკითხში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები