ანალიტიკა

ცივილიზაციის ძირეული განადგურება: 190 წელი ირევანის დაცემამდე და ირევნის სახანოს ძირძველი მოსახლეობის გენოციდის დაწყება

02.10.17 16:35


1 ოქტომბერს 190 წელი შესრულდება ტრაგიკული თარიღიდან: აზერბაიჯანის ქალაქ ირევნის დაცემიდან და ირევნის სახანოს რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობიდან. ამ დღეს 1827 წელს აზერბაიჯანის ქალაქი ირევანი რუსეთის არმიამ აიღო გენერალ პასკევიჩის მეთაურობით.

ირევნის სახანომ – აზერბაიჯანის სუვერენული სახელმწიფო ყაჯარის დინასტიის მმართველობის ქვეშ – შეწყვიტა თავისი არსებობა.

ამ მოვლენათა ტრაგიკულობას მსოფლიო ისტორიაში პრეცედენტი არ გააჩნია, არ არსებობს სხვა სახელმწიფოს მაგალითი, სადაც მისი დაპყრობა, საბოლოო ჯამში, მისი ძირძველი მოსახლეობის სრული გენოციდით ან სრული გადასახლებით დასრულებულიყო, გამონაკლისის გარეშე.

მაგალითად, ბევრი ისტორიკოსი საუბრობს აცტეკების ინდური სახელმწიფოსა და ამერიკელი ინკების კატასტროფის შესახებ. მაგრამ, ინკების შთამომავლებიც ცხოვრობენ პერუში და აცტეკების შთამომავლობაც - მექსიკაში, იქ სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. იქვე ცხოვრობენ დამპყრობელ ესპანელთა შთამომავლებიც, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ და თანამედროვე ერები შექმნეს.

მაგრამ ირევნის სახანოს მიწებზე არც ძირძველი აზერბაიჯანელების და არც დამპყრობელი რუსების შთამომავლები არ დარჩენილან.

ეს უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში. ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი და მათი ამ მიწებიდან გაძევება სხვა ერმა -სომხებმა განახორციელეს, რომელთაც საერთოდ არანაირი ისტორიული უფლება არ გააჩნიათ ამ მიწებზე და დასახლდნენ ამ მიწებზე თურქი დამპყრობლების წყალობით, რომელთაც ეჭვადაც არ გაუვლიათ, თუ რა სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა მათი ხალხის მომავლისათვის ამგვარი „სტუმართმოყვარეობა“.

ირევნის სახანოს ტერიტორიაზე არ დარჩა არც ერთი ადამიანი, რომელიც იქაურ მაცხოვრებელთა შთამომავალი იქნებოდა. მთელი ძირძველი აზერბაიჯანული მოსახლეობა განადგურდა ან გაძევებული იქნა.

უფრო მეტიც, სრულიად წაშლილია ცნობები ძირძველი აზერბაიჯანელი მოსახლეობის შესახებ, დანგრეულია მეჩეთები, სასახლეები, მავზოლეუმები, წაბილწულია და განადგურებული საფლავის ქვები. სომხებმა მიზანმიმართულად გაატარეს და დღემდე ატარებენ ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა განადგურების პოლიტიკას.

საოცარია – მთელმა მსოფლიომ იცის გადაშენებული ინკებისა და აცტეკების ცივილიზაციების შესახებ და მათ უთანაგრძნობენ, მაგრამ არავისთვისაა ცნობილი აზერბაიჯანის ირევნის სახანოს უნიკალური ცივილიზაციის შესახებ,ბოლომდე გადამწვარი ქალაქ ირევნის ჩათვლით.

ერევანში, რომელიც დღეს სასომხეთის დედაქალაქია და ძველი აზერბაიჯანული ირევნის ადგილას მდებარეობს, შეგნებულადაა განადგურებული ყველაფერი, რაც მის აზერბაიჯანულ წარმომავლობაზე მიუთითებდა. დანგრეულია ერევნის მეჩეთის ციხესიმაგრე, სერდარის სასახლე, ქარავან-სარაი, ძველებური სახლები, ხოლო ტურისტებს სანაცვლოდ აჩვენებენ „უძველესი ციხესიმაგრის ერებუნის“ ხელოვნურ ნანგრევებს და ხელოვნურად შექმნილ „უძველესი ერევნის წარმოშობის შესახებ ჭედური წარწერის მქონე დაფას“...

ეს როგორ? რატომ ვერ გადარჩა ირევნის სახანოს ძირძველი მოსახლეობა, რომელიც გენოციდის მსხვერპლი გახდა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ ისეთი ბოროტების წარმოშობაში, როგორიცაა სომხური ნაციონალიზმი. მათ არ გააჩნდათ საკუთარი სახელმწიფო, ამიტომ სომეხი ნაციონალისტები გეგმავდნენ საკუთარი ერისთვის მიწების „გაწმენდას“ სხვა ერებისაგან, შემდეგ კი მათ „ძირძველ სომხურ მიწებად“ ასაღებდნენ.

ირევნის სახანოს ტერიტორია, რომელსაც არასოდეს არავითარი კავშირი არ ჰქონდა სომხებთან, შეირჩა „სასომხეთისათვის“, ვინაიდან სწორედ აქ, ირევანთან ახლოს, იყო განთავსებული ეჩმიაძინის სომეხი კათოლიკოსის რეზიდენცია.

სხვათა შორის, ეს რეზიდენცია აზერბაიჯანელი მმართველების სურვილისამებრ შეიქმნა, კერძოდ კი, აზერბაიჯანული სახელმწიფოს უკანასკნელი მმართველის არა კოიუნლუ ჯახანშარის მიერ, რომელმაც 1441 წელს სპეციალურად მოიწვია სომეხი კათოლიკოსი მცირე აზიიდან აზერბაიჯანის სოფელ უჩკილისში რეზიდენციის დასაარსებლად.

ჯახანშახი ალბათ არც უწყოდა, თუ რა ტრაგიკულ შედეგს გამოიღებდა მისი გაუაზრებელი ქმედება. ამასთან, უკილისის (სამი ტაძარი) ქრისტიანული ტაძრების, თუნდაც უმოქმედო, სომეხი მომხვდურისათვის გადაცემა უკანონო იყო. თავისი ხუროთმოძღვრებით, ეს ტაძრები მართლმადიდებლური იყო, რომლებიც თავიდანვე ძირძველ თურქებსა და ალბანელებს ეკუთვნოდათ.

ძირძველი მოსახლეობა დროთა განმავლობაში ნაწილობრივ გამაჰმადიანდა და აზერბაიჯანელი ხალხის ნაწილად იქცა, ხოლო ნაწილი მართლმადიდებლურ საქართველოში გადასახლდა და ქართველებს შეერია. დარჩენილი ტაძრები კი თურქი მაჰმადიანი მოსახლეობის მიერ რუდუნებით იქნა შენარჩუნებული. სამწუხაროდ, ჯახანშაჰი ვერ ერკვეოდა ქრისტიანულ დოგმებში. შესაბამისად ჩკილისა იქცა ეჩმიაძინის კათოლიკოსის ცენტრად, რომელიც მოგვიანებით სომხებმა თავიანთი სულიერი ექსპანსიის ფორპოსტად აქციეს სამხრეთ კავკასიაში.

სამწუხაროდ, დღეს იგივე საფრთხის წინაშე დგას ქართველი ხალხი. იგივე ეჩიმიაძინის კათოლიკოსი (სასომხეთის სამოციქულო ეკლესია) ოფიციალურად აცხადებს პრეტენზიას 442 ქართულ ტაძარზე, ზოგადად კი სომხები 650 ქართულ ეკლესია-მონასტერზე აცხადებს პრეტენზიას. თუკი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეჭვგარეშეა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე ასევე აღარ დარჩება ქართველი, ისევე როგორც ირევნის სახანოს მიწაზე არ დარჩენილა არც ერთი აზერბაიჯანელი.

საკუთარი ექსპანსიისათვის სომხები სამხრეთ კავკასიაში დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდნენ ორი უზარმაზარი თურქული იმპერიის, ოსმალოთა და სეფევიდების, დაპირისპირებით, იმისათვის რომ ამ მიწებზე ეჩმიაძინის კათოლიკოსთ რეზიდენციები გახსნილიყო, შემდეგ კი სომხებიც ჩასახლებულიყვნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, 1827 სომხები ირევნის სახანოს მიწებზე მაინც უმცირესობას წარმოადგენდნენ.

ირევნის სახანოს დაპყრობის მიზეზი ეჩმიაძინის კათოლიკოსთა ღალატის გამო მოხდა (იმათი, ვინც მანამდე ირევნის ხანებს ემორჩილებოდნენ), რომელთაც ეჩმიაძინის მონასტერი რუსებს გადასცეს სამართავად მათი სამხედრო ბაზისათვის, შემდგომში ირევნის სახანოში საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად.

უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ როდესაც სომეხი ისტორიკოსები «ირევნის სახანოს სომეხ მოსახლეობაზე» საუბრობენ, ეს არ იყო ამ მიწის მუდმივი ძირძველი მოსახლეობა, არამედ, როგორც წესი, ჩამოსული სომეხი ვაჭრები, მღვდლები და მონაზვნები, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც დროებით ჩერდებოდნენ ეჩმიაძინის მახლობელ მიწებზე.

ერევანსა და მის შემოგარენში არ იყო მუდმივი სომეხი მოსახლეობა. თავად სომეხი ისტორიკოსებიც კი აღიარებენ, რომ 1826 წლისთვის 110 ათასიანი მოსახლეობიდან ირევნის სახანოში 90 ათასი მუსულმანი (აზერბაიჯანელი) და მხოლოდ 20 ათასი სომეხი ცხოვრობდა.

ეს ციფრიც აშკარად გაბერილია, ვინაიდან აქ ჩათვლილია ირევნის სახანოს რუსეთის მიერ დაპყრობისთანავე ჩამოსახლებული სომხები ირანიდან და თურქეთიდან.

სინამდვილეში კი, ირევნის სახანოს დაპყრობის მომენტში, სომეხი მოსახლეობის რაოდენობა აქ 6-7 ათასს არ აჭარბებდა (ანუ, არაუმეტეს 6-7%) და ესეც კი ეჩმიაძინში (უჩკილისი) ჩამოსული მოვაჭრეები, ღვთისმსახურები და მონაზვნები და აქ დროებით მაცხოვრებლები იყვნენ. ირევნის სახანოს მოსახლეობის 90% მეტს მისი ძირძველი აზერბაიჯანელი მოსახლეობა შეადგენდა და ამის მერე გასაკვირია, რომ სულ რაღაც 190 წლის შემდეგ ამ მიწაზე არ დარჩა არც ერთი აზერბაიჯანელი.

რუსეთის ანალოგით რომ განვიხილოთ, ეს იგივეა, რომ რიაზანის ან იაროსლავის ოლქებში, სადაც დღეს მოსახლეობის 90% ეთნიკური რუსები შეადგენენ, არ დარჩეს არც ერთი რუსი, განადგურდეს ყველა რუსული ტაძარი და გამოცხადდეს, რომ ეს მიწა სხვა ერს ეკუთვნის, მაგალითად ჩინელებს ან კორეელებს და მხოლოდ იმიტომ, რომ ამჟამად ამ ოლქების ბაზრებზე ზემოთხსენებული ეთნოსების წარმომადგენლები ჩადიან და ადგილობრივი ადმინისტრაციის ნებართვით, რეგიონში საკუთარ „კულტურულ ცენტრებს“ გახსნიან.

აზერბაიჯანელ ხალხს ახსოვს ირევნის სახანოს ტრაგედია. იმედია, ადრე თუ გვიან, აღდგება ისტორიული სამართალი და აზერბაიჯანელები საკუთარი წინაპრების მიწას, ირევანს, დაუბრუნდებიან.

ცხადია, არავინ დაიწყებს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის დევნას – აზერბაიჯანელი ხალხი ოდითგანვე გამოირჩეოდა სულგრძელობით და საკუთარ მიწაზე მუდამ აცხოვრებდა სხვა ერების წარმომადგენელთ. თუმცა, დაუშვებელი, რომ იმ უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიულ მიწად ითვლება, არ ცხოვრობდეს ძირძველი აზერბაიჯანული მოსახლეობა და აქ ხორციელდებოდეს მიზანმიმართული ბარბაროსული პოლიტიკა აზერბაიჯანული კულტურის კვალის წაშლის თვალსაზრისით.



KavkazPlus

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები