ანალიტიკა

სომხებს ყოველთვის შურდათ ქართველების -ფაქტები და ფოტოები

02.10.17 18:05


(ენ პი ეი) მსოფლიოს ისტორიაში ანალოგი არ მოეპოვება მეზობელი ქვეყნის მიმართ ისეთ უპატივცემულობას, ისტორიული წარსულის გაყალბებისა და კულტურული მემკვიდრეობის მითვისების ისეთ მცდელობას, როგორც ამას აკეთებენ სომეხი ვაიმეცნიერები. ისინი ურცხვად ამბობენ: სომხებმა შექმნეს საქართველო და თბილისი, ჩვენ მოვნათლეთ ქართველები, ავუშენეთ სატახტო ქალაქი და მივეცით სამეფო შტოო. განსაკუთრებული იერიში საქართველოს დედაქალაქზე მოაქვთ, მაგრამ ერთ რამეში თვითონაც ვერ გარკვეულან, კერძოდ, თბილისი სლავებმა დააარსეს თუ სომხებმა.

სომეხი ვაიმეცნიერი აკადემიკოსი სურენ აივაზიანი უაპელაციოდ აცხადებს: რას ნიშნავს თბილისი? რუსულად ეს ნიშნავს «თბილ ადგილს.» წარმოიშვა სახელწოდებიდან «ტეპლიცეო».

მაგრამ განა თბილისი ქართულად «თბილს» არ ნიშნავს? ხომ ცნობილია, რომ თბილისმა სახელი აქ არსებული თბილი გოგირდოვანი წყაროებისგან მიიღო.

საუკუნეების განმავლობაში თბილისმა იმდენი სომეხი შეიფარა, რომ გარკვეულ პერიოდში სომხები რაოდენობრივადაც კი სჭარბობდნენ ქართველებს. ეს მოხდა იმ პერიოდში, როდესაც თბილისში მოსახლეობა მცირე იყო _ 15-20 ათასი კაცი.

ქართული წერილობითი წყაროებიდანცნობილია, რომ თბილისში 853 წელს 50ათასი კაცი ცხოვრობდა, ხოლო 1226წელს – 150 ათასი და მისი მოსახლეობისუმრავლესობას ქართველებიშეადგენდნენ.

სომეხი ისტორიკოსი მანუკიანი წერს: «მე-18 საუკუნის დასაწყისში, თბილისში მცხოვრები 20 000 ადამიანისგან 12 000 სომეხი იყო. ამდენ ადამიანს ბუნებრივი ასიმილაცია რომ არ განეცადა, XX საუკუნის დასაწყისში თბილისში სომხების რაოდენობა 2,5 მილიონს მიაღწევდა».

ჯერ ერთი, მე-18 საუკუნეში მეტად ძნელია თბილისის მოსახლეობის რაოდენობის და, მით უმეტეს, ეროვნული შემადგენლობის დადგენა. და მეორე _ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, 1897 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, თბილისში მხოლოდ 160 000 კაცი ცხოვრობდა და არა _ 4,2 მილიონი (მანუკიანის გაანგარიშებით, თუ 12 000 სომეხი მე-20 საუკუნის დასაწყისში 2,5 მილიონს მიაღწევდა, მაშინ 8 ათასი ქართველი ამავე პერიოდში 1,7 მილიონი უნდა ყოფილიყო, სულ კი თბილისის მოსახლეობას 4,2 მილიონი კაცი უნდა შეედგინა). მანუკიანი ისეადაბრმავებული ბნელი ზრახვებით, ერთიწუთითაც არ უფიქრდება, რომ 4,2-მილიონიანი ქალაქი იმ პერიოდისმსოფლიოში საერთოდ არსებობდა თუარა. 1897 წელს მოსკოვის მოსახლეობა _ 1 039 ათასს, პეტერბურგისა _ 1265 ათასს,ხოლო კიევისა _ 248 ათას კაცსშეადგენდა.

ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ესეც ნათელ წარმდგენას გვიქმნის თბილისში სომხების გადმოსახლების მასშტაბებზე.

ამის მიუხედავად, სომეხი ვაიმეცნიერები ცდილობენ ისტორიის ხელახლა გადაწერას და ამისთვის სიცრუესა და გამოგონილ ამბებს არ ერიდებიან.

ახლა კი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ გვბაძავენ სომხები !
ეს ერევნის ანძაა - თბილისის ანძა თარიღდება 1972 წლით, ერევნის კი 1977 წლით ;)

სომხების თქმით, "ყვავილების ქვეყანა" სომხების დაწერილია, ევროვიზიაზე ეს სიმღერა გაგზავნეს )))).

ერევნის "ვაკის პარკი"

ჩურჩხელა თურმე სომხური სნიკერსია.

სომხები დაისზე წერენ რომ სომხეთის ნაციონალური ცეკვაა.

სომეხი ისტორიკოსის თქმით, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი, აღმაშენებელი და სტალინი სომხები იყვნენ.


მგონი კარგი შემეცნებითი პოსტი გამოვიდა, რაც მთავარია ცენზურა დაიცავით, ნუ ეცადეთ მაინც.



წყარო : /www .npa.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები