საზოგადოება

თბილისში 25-26 ივნისს ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება

21.06.16 16:10


თბილისში 25-26 ივნისს ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება, რომელშიც ყოველწლიურად 600 ქართველი და უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში „ფეისბუქის“ გვერდზე.

ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება თბილისში 25 ივნისს 12 დან 23:00 საათამდე და 26 ივნისს — 14:00 —დან 22:00 საათამდე მთაწმინდის პარკში გაიმართება.

ქუჩის მუსიკის დღე, ტრადიციულად, მაისში იმართება, მაგრამ წელს მისი ჩატარება ივნისში გადაწყდა.

ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2007 წელს ვილნიუსში ჩატარდა. ის ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააწესა. 2009 წელს ღონისძიებამ მთელი ლიტვა მოიცვა, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

საქართველოში ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2012 წლის 19 მაისს აღნიშნეს. მაშინ მუსიკოსები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ღონისძიებას მამონტოვასიც ესწრებოდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები