მსოფლიო

ლას-ვეგასში სროლის ადგილას ქართველებიც იმყოფებოდნენ

02.10.17 19:15


აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოსთან ახლოს, სადაც თავდასხმა მოხდა, ქართველებიც იმყოფებოდნენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

"პირველს" საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ.

ლას-ვეგასში ინციდენტის თვითმხილველი, ლიკა ამაშუკელი "მოამბესთან" საუბარში შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.

„ჩვენს წინ, სადაც ვმუშაობ, ფესტივალი ტარდებოდა, რა დროსაც სროლა დაიწყო, გაუჩერებლად ისროდნენ. რესტორანს უამრავი ადამიანი მოაწყდა. ვნახე დაჭრილი ადამიანები.

საშინელება ხდებოდა. გავიქეცით. თქვეს, რომ ხალხის ნაკადს დამნაშავეც შემოჰყვა. ერთის ლიკვიდირება მოხდა, როგორც გავიგე. რაც შეეხება ქართველებს, რამდენიმე მეგობარი ვართ, აქვე სასტუმროებში ვმუშაობთ. ყველა თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. სხვა არაფერი ვიცი“, - აცხადებს წარმოშობით ქართველი ლიკა ამაშუკელი, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.

ლიკა ამაშუკელს არ აქვს ინფორმაცია, დაშავდნენ თუ არა ქართველები ლას-ვეგასში სროლის შედეგად.

კაზინოსთან სროლის შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

რამდენიმე საათის წინ, უცნობმა პირმა ლას-ვეგასის ერთ-ერთ უმსხვილეს კაზინოს Mandalay Bay-ს წინ ცეცხლი მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას გახსნა. თავდამსხმელმა 100-ზე მეტი გასროლა განახორციელა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები