საზოგადოება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით ვარკეთილში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე სადგურები განთავსდება

21.06.16 16:20


გარემოს ეროვნულ სააგენტოს, იაპონიის მთავრობის დახმარებით, ”იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქციის მიწოდების მიზნით” თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ავტომატური სადგური გადაეცემა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სადგურები თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით - ვარკეთილში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე განთავსდება.

უწყების ცნობით, იაპონელი ექსპერტები საქართველოში იმყოფებოდნენ, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სადგურების განთავსების ადგილებზე მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.

”ავტომატური სადგურები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელთა მეშვეობით ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო სადგურებიდან მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში მიიღებს”, - აცხადებენ სამინისტროში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები