საზოგადოება

თბილისში კონკურში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

21.06.16 17:40


თბილისში კონკურში საერთაშორისო ტურნირი FEI Jumping World Cup-ი გაიმართა, რომელიც საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FEI) ეგიდით ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობა ქართველი და ირანელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რაც შეეხება აზერბაიჯანის წარმომადგენელს, მან ტურნირზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

დაბრკოლებათა გადალახვაში „ერთი ვარსკვლავის“ დონის შეჯიბრება ლისის ტბის მიმდებარედ, ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა.

ტურნირზე მარშრუტები მხედრებისთვის წამყვანმა მსოფლიო კურს-დიზაინერმა გერმანიიდან შტეფან ვირსმა შეადგინა.

შეჯიბრების სამი დღის განმავლობაში სპორტსმენებს ოთხი სხვადასხვა მარშრუტის დაძლევა მოუწიათ, მათგან ყველაზე მაღალი დაბრკოლება 135 სმ სიმაღლის იყო. ტურნირის გამარჯვებული დავით დუნდუა გახდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები