მსოფლიო

პედრო აგრამუნტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობიდან გადადგა

06.10.17 20:15


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ არიევმა დაწერა და აგრამუნტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

„მან გადაწყვიტა ორშაბათისთვის დაგეგმილ ფინალურ კენჭისყრას აღარ დაელოდოს.

ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიმიზეზა. ვულოცავ ყველას, ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა“, - წერს არიევი.

პედრო აგრამუნტის გადადგომის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ის რუსული სამთავრობო თვითმფრინავით სირიაში, ბაშარ ასადთან ჩავიდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები