საზოგადოება

ჯანდაცვის ორგანიზაციამ, შესაძლოა, წვრილი სიგარეტის აკრძალვის რეკომენდაცია გასცეს

21.06.16 18:50


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, შესაძლოა, თამბაქოს დიზაინის გამოყენებაზე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესების საკითხი დააყენოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით.

დელიში ნოემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო კონვენციის მხარეების კონფერენცია გაიმართება. როგორც გამოცემა ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის მოხსენების მასალებზე დაყრდნობით წერს, კონფერენციაზე, შესაძლოა, სიგარეტის წვრილი ფორმატის (slims, super slims, ultra slims), ასევე ფილტრში არომატული კაფსულების ჩადგმის შეზღუდული ან სრული აკრძალვის საკითხი დადგეს.

თუმცა, ამ წინადადებას რეკომენდაციის სახე ექნება. თამბაქოს კომპანიები შიშობენ, რომ ამ რეკომენდაციას, ადრინდელი რეკომენდაციების მსგავსად, მომავალში შეიძლება კონვენციის მონაწილე ქვეყნებისთვის საკანონმდებლო სტატუსი მიეცეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაო ჯგუფი შეშფოთებულია თამბაქოს ნაწარმის მუდმივი მოდიფიკაციებით, რაც მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველად გახდომას ისახავს მიზნად.

ჯანდაცვის ორგანიზაციის მოსაზრებებს თამბაქოს მწარმოებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მოწევის გავრცელებას წვრილი ან ფილტრში კაფსულიანი სიგარეტი ნამდვილად არ უწყობს ხელს. ამასთან, ამ აკრძალვამ შეიძლება არალეგალური თამბაქოს ბაზრის ჩამოყალიბება გაააქტიუროს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები