საზოგადოება

ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელებს სძლიეს

21.06.16 19:10


საქართველოს ნაკრებმა რაგბიში U-20 ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები ანგარიშით 18:17 დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს.

ილია მაისურაძის გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო შეხვედრა და პირველი ტაიმის შუა წუთებზე თორნიკე მატარაძის წარმატებული მცდელობის შემდეგ დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლომდე ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, ინიციატივა იტალიელებმა ჩაიგდეს ხელში და შესვენებაზე გამარჯვებული გავიდნენ — 7:5.
შეხვედრის მეორე ნახევარი მსგავსი სცენარით წარიმართა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მოვლენათა განვითარების შეცვლის ნება აღარ მისცა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა. შედეგიანი მცდელობები ანგარიშზე ჩაიწერეს ბექა გორგაძემ და ლადო მიმინოშვილმა.

საჯარიმოდან ზუსტი დარტყმა გელა აფრასიძის აქტივშია.

მეცხრე ადგილისთვის საქართველოს ნაკრები 25 ივნისს საფრანგეთს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, მის მოსაპოვებლად ინგლისი და ირლანდია იბრძოლებენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები