საზოგადოება

ფესტივალი Tbilisi Summer Set 8-9 ივლისს გაიმართება

21.06.16 20:45


მეხუთე, საიუბილეო ფესტივალი Tbilisi Summer Set 8 -9 ივლისს გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, Tbilisi Summer Set ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი ლაბორატორიის შენობაში, გაიმართება.

„წელს SET FEST 5 წლის ხდება, რაც აისახება კიდეც მონაწილე არტისტების სიაზე: მსმენელის მოთხოვნით ჩამოვლენ 2015 წლის ზამთრის ღონისძიების ჰედლაინერი ISHOME, ასევე შარშანდელი Summer Set-ის ჰედლაინერი KIASMOS. ასევე უზომოდ პოპულარული KOLLEKTIV TURMSTRASSE, ძალიან მელანქოლიური EDUARDO DE LA CALLE, ნოვატორი YokoO,- ჯამში ორდღიანი ფესტივალი 30-მდე მუსიკოსს უმასპინძლებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე თქმით, ფესტივალს ორი, პარალელურ რეჟიმში მომუშავე სცენა ექნება. კერძოდ, შენობაში მდებარე სცენა ტექნო მუსიკას დაეთმობა, რომლის სახელია „#onlylove ხოლო ღია ცის ქვეშ დადგმული სცენა #musicunites, უფრო მეტად საცეკვაო და ექსპერიმენტულ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული“.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ტრადიციულად, ფესტივალი წელსაც შემოიკრებს სხვადასხვა მიმართულების ხელოვანებს, დააფინანსებს მათ ნაწილს და საშუალებას მისცემს, შექმნან ახალი თუ გამოიტანონ ძველი ნამუშევრები.

“2012 წელს ჩამოყალიბებული Summer Set საქართველოს ბაზარზე ბიძგი იყო, რომ კლუბური და საფესტივალო კულტურა განვითარებულიყო. იმ პერიოდში მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ჩატარება წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა. უკვე დღეს ამ სფეროში უამრავი კონკურენტია, მათ შორის სახელმწიფოც. გვიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ კულტურის განვითარებაში”, - აცხადებს ფესტივალის პიარ მენეჯერი ნიკა დვალიძე.

SET FEST 2012 წელს დაარსდა. ის ჯერ ბათუმში, ხოლო შემდეგ თბილისში იმართებოდა. SET FEST პირველი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტ ადამიანს ერთ სივრცეში აერთიანებს და მსოფლიოში პოპულარული ელექტრონული მუსიკის ფესტივალების კულტურას საქართველოში უკვე მეხუთე წელია ამკვიდრებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები