ანალიტიკა

ჯონ მაკკეინი: აზერბაიჯანი პუტინის შემდეგი სამიზნეა

21.06.16 21:10


სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. ილჰამ ალიევმა აქცენტი ტერიტორიულ მთლიანობასა და სომხეთის მხრიდან ტერიტორიულ კონფლიქტთან დაკავშირებული რეზოლუციების არშესრულებაზე გააკეთა. აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვს.

"რეფორმების გატარება ჩვენთვის პრიორიტეტია, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ვალდებულებაა და საერთაშორისო ქება დავიმსახუროთ, არამედ ეს აუცილებელია აზერბაიჯანის მოდერნიზაციისთვის. ძლიერი ინსტიტუტების გარეშე ეკონომიკური პროგრესი სტაბილური არ იქნება. ჩვენთვის პრიორიტეტულია რეზოლუციების შესრულება, თუმცა არცერთი დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტს ეხება, არ სრულდება. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და ეს პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები