პოლიტიკა

საქართველოში არჩევნებს 20 ათასზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება

19.10.17 17:10


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის მოქალაქეები 64 ქალაქისა და რაიონის მერებსა და 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს აირჩევენ.

„საქართველოს ცესკომ 71 ადგილობრივი და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა. არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციებიდან დააკვირდება 20 ათასი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კი 600 დამკვირვებელი", — განაცხადა მიქელაძემ.

ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 74 ადგილობრივი და საერთაშორისო მედია-საშუალება.

დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების მთლიან პროცესს და ასევე ხმების დათვლის პროცედურას. მათ საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლება აქვთ და ისევე როგორც მასმედიის წარმომადგენლებს, შეუძლიათ ფოტო და ვიდეოგადაღება.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამკვირვებლებმა საჩივრით უნდა მიმართონ რაიონულ, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

არჩევნების შემდეგ დამკვირვებელი ორგანიზაციების უმეტესობა არჩევნების შესახებ საკუთარ ანგარიშებს წარმოადგენენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები